2021 წლის 1-14 დეკემბრის პერიოდში რუსეთში ნავთობისა და გაზის კონდენსატის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 1,489 მლნ ტონა, რაც 0,2%-ით მეტია ნოემბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ შეადგინა 1,485 მლნ ტონა. საწვავი-ენერგეტიკული კომპლექსის ცენტრალური სადისპეტჩერო სამმართველოს მონაცემების დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
რუსეთი ამცირებს მოპოვებას “OPEC +”-ის შეთანხმების ფარგლებში. მაგრამ იანვრიდან მას შეუძლია მოპოვების გაზრდა შეზღუდვების თანდათანობითი შემსუბუქების ფარგლებში. ასე რომ, იანვარში შეთანხმება რუსეთის ფედერაციას საშუალებას აძლევდა გაეზარდა ნავთობის მოპოვება 125 ათასი ბარელით/დღეში, თებერვალ-აპრილის თვეებში – თვეში კიდევ 130 ათასი ბარელით/დღეში, მაის-ივლისის თვეებში – კიდევ 38 ბარელით/დღეში. აგვისტო-დეკემბრის თვეებში რუსეთი “OPEC +”-ის შეთანხმების შესაბამისად ზრდის მოპოვებას 100 ათასი ბარელით/თვეში. ზრდის იგივე ტემპები შენარჩუნდება 2022 წლის იანვრის თვეშიც.
მთლიანობაში იანვრის თვის დასაწყისიდან რუსეთმა ნავთობის მოპოვება თითქმის 8,6%-ით გაზარდა, როცა ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება შეადგენდა 1,371 მლნ ტონას. გარიგების პირობების თანახმად ნოემბერში რუსეთს უნდა მოეპოვებინა არაუმეტეს 9,913 მილიონი ბარელი/დღეში, ხოლო დეკემბერში – არაუმეტეს 10,122 მილიონი ბარელი/დღეში (გაზის კონდენსატი არაა გათვალისწინებული).