ვროპაში გაზის ღირებულება 1%-ით დაეცა და ათას კუბურ მეტრზე 1 500 დოლარს ჩამოსცდა. ამას მოწმობს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები.
ამ დროისათვის, გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათას კუბურ მეტრზე 1 481 აშშ დოლარი შეადგინა.
ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაორმაგდა.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისია 2049 წლის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტების აკრძალვას გეგმავს.