Author Archives: admin

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 21 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73,98  (+ 2.46)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71,12 (+  2.51)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის გაწეული მილიონობით ლარი ჩამოიწრება

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის, ჩიქოვანის და გაგარინის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის და აბაშიძის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვიშვილის და ...

Read More »
საქართველოსა და სომხეთს შორის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება

აზერბაიჯანმა ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდა

აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 389,5 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანული report იუწყება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებლები 400,5 მილიონი კვტ/სთ-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ელექტროენერგიის იმპორტი ამ პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,3 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 141 მლნ კვტ/სთ შეადგინა.

Read More »
მშვიდობით ბენზინო! Toyota-მ წყალბადზო მომუშავე  ავტომობილების სერიული გამოშვება დაიწყო

Toyota ავტომობილების წარმოებას გაურკვეველი ვადით შეაჩერებს

კომპანია Toyota აპირებს 2022 წლის იანვრიდან გაურკვეველი ვადით შეაჩეროს ავტომობილების წარმოება მის კუთვნილ 5 იაპონურ ქარხანაში. რამდენი ხანი გაჩერდება კონვეიერები, ამ ეტაპზე ზუსტად ცნობილი არ არის. სპეციალისტები აღნიშნულ იძულებით გაჩერებას მიკროელექტრონული მაკომპლექტებლების დეფიციტს უკავშირებენ. ეს იძულებითი დეფიციტი კი ერთმნიშვნელოვანდ აისახება კომპანიის დილერებთან ავტომობილების სიმცირეზე. ექსპერტების შეფასებით, Toyota-ს პაუზა ამ ხუთ ქარხანაში სავარაუდოდ, 2 კვირა გაგრძელდება და ის შეაფერხებს დამატებით 20 ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასმა 1800 დოლარიან ნიშნულს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფიუჩერსების ფასები, სავაჭრო დღის დასაწყისში, 5,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1 800 აშშ დოლარის ნიშნულს გადააჭარბა. გაზის იანვრის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო სესიის გახსნისათვის  ათას კუბურ მეტრზე 1 811 აშშ დოლარი შეადგინა. ევროპაში გაზის ფასი ბოლო თვეებში მკვეთრად გაიზარდა. ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ათასი კუბური მეტრი გაზი 515 აშშ დოლარად ივაჭრებოდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ...

Read More »

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში ინერტული ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხების შემსწავლელი თემატური მოკვლევის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე თემატური მოკვლევის საბოლოო ანგარიშის სამუშაო ვერსია წარადგინა დამოუკიდებელმა თემატურმა სპეციალისტმა, კახა ბახტაძემ. მისი თქმით, მოკვლევის მიზანს წარმოადგენს ინერტული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობისათვის. მან ისაუბრა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით და ამ ფაქტების მოკვლევისას გამოკვეთილი მიგნებების ...

Read More »

აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

აზერბაიჯანში ნოემბრის თვეში ელექტროენერგიის წარმოებამ  2 408,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანული report იუწყება. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტმა  233,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, იმპორტმა კი – 10,4 მლნ კვტ/სთ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში, ელექტროენერგიის წარმოება აზერბაიჯანში 288,4 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, ექსპორტი – 146,1 მლნ კვტ/სთ-ით, იმპორტი კი – 0,3 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა.    

Read More »

ინერტული ნარჩენები, შესაძლოა, რეციკლირებას დაექვემდებაროს

საქართველოში არც ინერტული ნარჩენების სხვა ტიპის ნარჩენებისგან გამიჯვნის პრაქტიკა და არც ამგვარი ნარჩენების სპეციალური ნაგავსაყრელი არსებობს. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც დამოუკიდებელმა სამუშაო ჯგუფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ინიციატივით მოამზადა. კვლევის თანახმად, ამ ტიპის ნარჩენები იყრება ყველგან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ინერტულ ნარჩენებს ძირითადად წარმოქმნის სამშენებლო სექტორის ნაწილი და ის ბინათმესაკუთრეები, რომლებიც დამოუკიდებლად ახორციელებენ შენობების რემონტსა და სამშენებლო ...

Read More »

უკრაინა ბიოგაზზე უნდა გადავიდეს – გამოსავალი უმწვავესი ენერგოკრიზისიდან

უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ნაფტოგაზ უკრაინას“ ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ ქვეყნის ენერგოსისტემაში შექმნილი კრიტიკული ვითარების გამო მოსახლეობას და ბიზნესს გაზის ეკონომისკენ მოუწოდა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მან ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი ტარიფების შენარჩუნება შეუძლებელია, იმის მიუხედავად, რომ ეს ტარიფების მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ზედმეტად მაღალია. „ჩვენ პატიოსნად ვამბობთ – თუ დღევანდელი ფასები შენარჩუნდა, ჩვენ, როგორც ეროვნული ბიზნეს-კომპანია ასეთ სხვაობას ვერ დავფარავთ. ამიტომ, ამ თემაზე სერიოზული საუბარი ...

Read More »

გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიაზე ფასების უკონტროლო ზრდას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია, რაც, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ფასების უკონტროლო ზრდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარკვეულ ბიზნესებს. ქართულ რეალობაში, ენერგიის ფასების მნიშვნელოვნად მატების შემთხვევაში შესაძლოა ზოგ კომპანიას რამოდენიმე ...

Read More »