აზერბაიჯანში ელექტროენერგიის წარმოება გაიზარდა

აზერბაიჯანში ნოემბრის თვეში ელექტროენერგიის წარმოებამ  2 408,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანული report იუწყება.

ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტმა  233,9 მლნ კვტ/სთ შეადგინა, იმპორტმა კი – 10,4 მლნ კვტ/სთ.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნოემბერში, ელექტროენერგიის წარმოება აზერბაიჯანში 288,4 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა, ექსპორტი – 146,1 მლნ კვტ/სთ-ით, იმპორტი კი – 0,3 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდა.

   

Leave a Reply