აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ექსპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 1 მილიარდ 389,5 მლნ კვტ/სთ შეადგინა. აღნიშნულის თაობაზე აზერბაიჯანული report იუწყება.
აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებლები 400,5 მილიონი კვტ/სთ-ით მეტია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ელექტროენერგიის იმპორტი ამ პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15,3 მლნ კვტ/სთ-ით გაიზარდა და 141 მლნ კვტ/სთ შეადგინა.