Author Archives: admin

“სოკარი” საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

22 დეკემბერს, თბილისში კომპანია სოკარის საქართველოში მოღვაწეობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ...

Read More »
„ენგურჰესი” ჩამქრალი ენერგოსისტემის აღდგენას შეძლებს

ლევან მებონია: აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ყველაზე ეფექტური და ცივილიზებული მეთოდი მრიცხველებია, რომელიც მობილური ტელეფონის პრინციპით მუშაობს

ენგურჰესი გაჩერების საფრთხის წინაშე იდგა. მიზეზი არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარება იყო. მართალია, მისი გაჩერების საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას, რადგან, აფხაზურმა მხარემ რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო, თუმცა, ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობის მხიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებას უკავშირდება, არსად გამქრალა. აფხაზეთში ელექტროენერგიის ტარიფი ძალიან დაბალია. კილოვატ/სთ ელექტროენერგია $0.0063 ღირს, რაც 1,7-1,8 თეთრის ტოლფასია. ხოლო კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 3,5-3,6 ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 22 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  75.29  (+ 1.31)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.76 (+  1.64)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

“შავი ლეგენდები” და პუტინის რუსეთი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ…

ტერმინი “შავი ლეგენდები” ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ მე-16, მე-17 საუკუნეში გაჩნდა, როდესაც ინგლისსა და ესპანეთს შორის გაუთავებელი კონფლიქტი დაიწყო. მაშინდელმა ინგლისელმა პროპაგანდისტებმა დაიწყეს ისეთი ამბების გამოგონება მეტოქეზე, რომელიც ძალიან შორს იდგა რელობისგან, მაგრამ ხალხი მარტივად იჯერებდა… ამ პროპაგანდისტული იარაღის წყალობით, ინგლისმა მნიშვნელოვანი მორალური უპირატესობა მოიპოვა ესპანეთზე… ასეთ ლეგენდებს დიდი გასავალი ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროსაც და მას აქტიურად იყენებდა “გრუ”  ...

Read More »

დღეს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში დღეს, 23 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 08:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის და კოსტავას ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, ქოშიგორის დასახლების, სოფელ დიღმის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივანის (ნაწილობრივ), სამხედრო ...

Read More »

SOCAR-ი თავის ობიექტებზე 2022 წლისთვის ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავს

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR-ის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ისინი 2022 წლისათვის თავის ობიექტებზე ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევას გეგმავენ. ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი აზერბაიჯანი, პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამისად, მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიის ნულოვანი ნიშნულის მიღწევას 2050 წლისათვის. SOCAR-ის ეკოლოგიური მიმართულების თავმჯდომარის მოადგილემ, რაფიგა ჰუსეინზადემ აღნიშნა, რომ ,,კომპანია ნახშირბადის ნულოვანი ემისიის მიღწევისთვის 2010 წლიდან მსოფლიო ბანკის GGFR პროექტის ფარგლებში მუშაობს“. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 5.26%-ით, 3,79 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 75,83 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ევროპაში ენერგოკრიზისი მწვავდება – რუსეთის გამო ბუნებრივი გაზის ფასი რეკორდულად გაიზარდა

ევროპის მასშტაბით ენერგოკრიზისი მწვავდება, რუსეთის მიერ მიწოდების შემცირების გამო, ბუნებრივი გაზის ფასებმა რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია. ცივი ზამთრისა და ენერგოპროდუქტებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, რუსული სახელმწიფო კომპანიის, Gazprom-ის მიერ იამალ-ევროპის მილსადენში ბუნებრივი გაზის ნაკადის მარშრუტის შეცვლას მეგავატი ენერგიის ღირებულების თითქმის 50%-ით გაძვირება მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, Gazprom-ის გადაწყვეტილება პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება და ამ გზით რუსეთი ევროპაზე წნეხს ახორციელებს, რომელიც, თავის მხრივ, ...

Read More »

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მოსალოდნელი შედეგები და მონაწილეების როლები

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია. იმის გასარკვევად, არის თუ არა საფრთხე, რომ ბირჟის ამოქმედება კვლავაც გადაიდოს, რასთან იქნება აღნიშნული დაკავშირებული და თუ არის შემუშავებული პრევენციული ზომები აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა: ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ...

Read More »

გერმანიაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ აზრთა სხვადასხვაობაა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ მშენებლობა გეოპოლიტიკური თვალსაზრისით შეცდომა იყო. „ევროპის ყველა ქვეყანა ამ გაზსადენის წინააღმდეგი იყო – გერმანიის და ავსტრიის გარდა. და აი გაზსადენი აშენდა, თუმცა, საკითხი მისი ამუშავების თაობაზე ღია რჩება და ის ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს, – მიიჩნევს ჰაბეკი. მისი თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მილსადენის მფლობელი არ შეიძლება პარალელურად მისი მმართველი იყოს. „ჩვენი პოლიტიკა კონკურენციის სტიმულირება და მონოპოლიების შექმნის თავიდან აცილებაა. ამავე დროს დემონოპოლიზაცია ნიშნავს დამოკიდებულების შემცირებას. გერმანიის ქსელების რეგულირების სააგენტო „ ჩრდილოეთის ნაკადი-2“- თან დაკავშირებულ ყველა საბუთს შეისწავლის და მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას გაზსადენის ამუშავების, ან არამუშავების თაობაზე“, – განაცხადა ჰაბეკმა.  ვიცე-პრემიერი ასევე რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესიის შემთხვევაში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ფუნქციონირების საკითხს შეეხო. ...

Read More »