Author Archives: admin

გერმანია 3 ატომურ ელექტროსადგურს დახურავს

პარასკევს გერმანიაში სამი ატომური ელექტროსადგური გაითიშება, რაც ბირთვულ ენერგიაზე ეტაპობრივად უარის თქმის გეგმის ნაწილია. “ატომური ენერგიის გამოყენების დასრულება ჩვენს ქვეყანას უფრო უსაფრთხოს ხდის და ხელს შეუწყობს რადიოაქტიური ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას”,- განაცხადა ფედერალურმა მინისტრმა გარემოსა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში, შტეფი ლემკემ. დარჩენილი სამი ატომური სადგური – Emsland ქვემო საქსონიაში, Isar 2 ბავარიაში და Neckarwestheim 2 ბადენ-ვიურტემბერგში – 2022 წლის ბოლომდე ...

Read More »

ვლადიმერ პუტინი: „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. მილსადენი დამტკიცებას გერმანიისა და ევროკავშირისგან ელის, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება 2022 წლის პირველ ნახევარში მიღებული არ იქნება. აღნიშნული პროექტი ძალიან საკამათოა. მისი კრიტიკოსები შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და პოლონეთში აცხადებენ, რომ 1234 კილომეტრიანი მილსადენი რუსეთის ბერკეტებს ევროკავშირის ქვეყნებზე გაზრდის. მოსკოვი ...

Read More »

“გერმანიას უკრაინის გაყინვა არ სურს”

ბოლო პერიოდში, უკრაინასთან მწვავე კონფრონტაციის გამო, ევროკავშირის რუსეთს მკაცრი, მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული სანქციებით ემუქრება, თუმცა, ისმის კითხვა – აქვს კი ევროპას დღეს ამის ფუფუნება? ევროკავშირი მოსკოვის მხრიდან უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგ სანქციების შემოღებაზე მსჯელობს, მაგრამ, ზედმეტი კონკრეტიკის გარეშე – ეს იმიტომ ხდება, რომ ამ საკითხზე თავად ევროპელებს შორის ერთიანი აზრი არ არსებობს. ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ...

Read More »

სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა

სემეკის მიერ შპს “ბათუმის წყალისა” და შპს “საგარეჯოსთვის” წყალმომარაგების ტარიფები პირველად დადგინდა. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე გაანგარიშებული ტარიფები ამოქმედდება 2022 წლის პირველი იანვრიდან და ძალაში იქნება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შპს „ბათუმის წყალისთვის“ დადგენილი წყალმომარაგების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფებია: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 51 თეთრი/მ3; გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 2.626 ლარი/სულზე/თვეში; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის – 5.765 ლარი/მ3. შპს „საგარეჯოსთვის“ დადგენილი სასმელი ...

Read More »

მაინინგის ასახვა საქართველოს მშპ-ში ვერ ხორციელდება – საქსტატი

“საქსტატს” მაინინგის სფეროს შესახებ კითხვით დეპუტატმა რომან გოცირიძემ მიმართა. უწყების მიერ სადეპუტატო კითხვაზე პასუხიდან ირკვევა, კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება. “კრიპტოვალუტის წარმოების (ე.წ. მაინინგის) ასახვა საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში დღეის მდგომარეობით ვერ ხორციელდება, რადგან არ არსებობს აღნიშნული საქმიანობის აღრიცხვის საერთაშორისო მეთოდოლოგია და შესაბამისი პრაქტიკა მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. ასევე აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური საქმიანობების ეროვნული ...

Read More »

“თელმიკო” აბონენტებს აფრთხილებს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, მრიცხველების წაკითხვის ერთიან სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, 2022 წლიდან „თელმიკოს“ ყველა აბონენტი ქვითარს თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. ინფორმაციას “თელმიკო” ავრცელებს. თბილისის ყველა აბონენტის მრიცხველის წაკითხვას, კომპანია თელასი, ყოველი თვის ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მოახდენს. ხოლო ელექტროენერგიის ქვითარს, მოსახლეობა ყოველი მომდევნო თვის პირველ რიცხვებში მიიღებს. “ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში თელმიკოს მომხმარებლების ...

Read More »
ენგურჰესი გარკვეული პერიოდებით მუშაობას შეწყვეტს

,,წელიწადში გვაქვს დაახლოებით 90 მლნ კვტ.სთ მატება“ – როგორია რეაბილიტირებული „ენგურჰესის“ შედეგები

„ენგურჰესის” რეაბილიტაციის შედეგად ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 90 მლნ კვტ საათამდე გაიზარდა. ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან” ჰესის ხელმძღვანელმა, ლევან მებონიამ განაცხადა. მისი თქმით, შედეგმა სამიზნე მაჩვენებელს გადააჭარბა. „რეაბილიტაციის დასახული მიზანი იყო წყლის გაჟონვის შემცირება გვირაბიდან და რასაც ველოდით, შედეგი ბევრად უკეთესია. ეს ცხადია აისახება გამომუშავების ზრდაში. თუმცა კონკრეტულად გამომუშავება წლების მიხედვით დამოკიდებულია წყლის შემოდინებაზე. დავუშვათ, შარშან რა შემოდინებაც გვქონდა, იმასთან რომ გავათანაბროთ, ...

Read More »

სემეკმა ტარიფები დაადგინა

სემეკმა დაადგინა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები. ორივე კომპანიისთვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სემეკმა დაადგინა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი დაადგინა. საფასურისა და ტარიფის დადგენა განხორციელდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,94%-ით, 2,32 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 81,24 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი),

Read More »

მექსიკა 2023 წლიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტას გეგმავს

2023 წლიდან მექსიკა პრაქტიკულად გაანულებს ნავთობის ექსპორტს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ნავთოგაზის კომპანია Pemex-ის ხელმძღვანელმა ოქტავიო ოროპესამ განაცხადა „2023-2024 წლებში Pemex-ის პრაქტიკულად სრული ნავთობმოპოვება გადავა ნავთობგადამუშავებაზე. ამისთვის მუშაობას დაიწყებენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დოს ბოკასში და ნავთობქიმიური ქარხანა კანგრეჰერა“, – განაცხადა მან და ამასთან დასძინა, რომ „შედეგად კი მექსიკური ნავთობის თითქმის 100% გადამუშავდება ჩვენს ქვეყანაში, რათა გარანტირებული ვიყოთ საწვავის მოხმარების უზურნველყოფაში“. 2020 ...

Read More »