მექსიკა 2023 წლიდან ნავთობის ექსპორტის შეწყვეტას გეგმავს

2023 წლიდან მექსიკა პრაქტიკულად გაანულებს ნავთობის ექსპორტს. ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო ნავთოგაზის კომპანია Pemex-ის ხელმძღვანელმა ოქტავიო ოროპესამ განაცხადა

„2023-2024 წლებში Pemex-ის პრაქტიკულად სრული ნავთობმოპოვება გადავა ნავთობგადამუშავებაზე. ამისთვის მუშაობას დაიწყებენ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დოს ბოკასში და ნავთობქიმიური ქარხანა კანგრეჰერა“, – განაცხადა მან და ამასთან დასძინა, რომ „შედეგად კი მექსიკური ნავთობის თითქმის 100% გადამუშავდება ჩვენს ქვეყანაში, რათა გარანტირებული ვიყოთ საწვავის მოხმარების უზურნველყოფაში“.

2020 წლის სექტემბერში მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ მისი ხელისუფლება აპირებდა შეეწყვიტა ნავთობის მიწოდება საზღვარგარეთ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე, ანუ 2024 წლამდე. ამგვარად ხელისუფლებას სურს შეინარჩუნოს ნახშირბადების მარაგები შემდგომი თაობებისთვის.

Pemex-ის დანაკარგები იანვრიდან სექტემბრამდე 100,2 მლრდ პესოა (დაახლოებით 4 მლრდ დოლარი), რაც 83,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ამასთან, ქვეყნის ფინანსთა სამინსიტრო Pemex-ის მხარდასაჭერად 3,5 მლრდ დოლარს გამოყოფს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply