რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 11 მილიარდი დოლარის ღირებულების „ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის“ პროექტი ასამუშავებლად მზადაა, – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება.
აღნიშნული პროექტი ძალიან საკამათოა. მისი კრიტიკოსები შეერთებულ შტატებში, უკრაინასა და პოლონეთში აცხადებენ, რომ 1234 კილომეტრიანი მილსადენი რუსეთის ბერკეტებს ევროკავშირის ქვეყნებზე გაზრდის.
მოსკოვი აცხადებს, რომ პროექტი წმინდა კომერციულია და რაიმე ფარული მოტივების არსებობას უარყოფს. რუსების თქმით, მილსადენი ხელს შეუწყობს გაზის გრძელვადიან მიწოდებას და მილიარდობით სატრანზიტო გადასახადს დაზოგავს.
ახალი მილსადენი გაზპრომის მიერ პირდაპირ გერმანიაში გადატუმბულ გაზის მოცულობას გააორმაგებს.