Author Archives: admin

საქართველოში დიზელის საწვავი მხოლოდ ევრო 5-ის სტანდარტით შემოვა

2023 წლიდან ქვეყანაში მხოლოდ ევრო-5 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდება. „გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გარემოს დაბინძურების დონის შესამცირებლად“, – განაცხადა Bm.ge -თან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. „დიზელზე 2023 წლიდან ვგეგმავთ ევრო-5 სტანდარტის დამკვიდრებას და, რა თქმა უნდა, სტანდარტის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო მუდმივად აკონტროლებს საწვავის ხარისხს. ტესტის შედეგები აჩვენებს, რომ ბენზინი შეესაბამება კანონით დადგენილ სტანდარტებს. რაც ...

Read More »

არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა უკრაინას დახმარების მეორე პარტია, $100 მილიონის ღირებულების 1300 გენერატორი გადასცა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა (UAE) 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, უკრაინას 2500 გენერატორი გადასცა. გენერატორები კრიტიკული და სოციალური ინფრასტრუქტურისთვის (სკოლები, საბავშვო ბაღები, სამედიცინო დაწესებულებები, გათბობის ცენტრები) არის განკუთვნილი. პარასკევს გავრცელებულ განცხადებაში უკრაინის სახელმწიფო ფონდი აკონკრეტებს, რომ უკრაინაში ამ ეტაპზე 1300 გენერატორი ჩაიტანეს, 1200 კი, უკრაინამ დეკემბრის ბოლოს მიიღო. ხსენებული პირველი პარტია გაიგზავნა რუსეთის აგრესიით ყველაზე მეტად დაზარალებულ ...

Read More »

თურქმენეთი და ჩინეთი გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმდნენ

თურქმენეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ გაზის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, კერძოდ, საბადოების განვითარებასა და გაზსადენის მშენებლობაზე. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა პეკინში მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს. დოკუმენტის თანახმად, მხარეებმა აღნიშნეს თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაზის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობა და განაცხადეს რომ ამ სფეროში ყოვლისმომცველი თანამშრომლობის სქემა ყალიბდება: წარმოება, მილსადენით ტრანსპორტირება, ვაჭრობა, დაფინანსება და ტექნიკური ...

Read More »

რუსული Urals-ის ფასი დასავლეთის მიერ დაწესებულ ზღვარს ჩამოსცდა

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი დეკემბერში ბარელზე 50,47 დოლარამდე დაეცა, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ზღვარზე ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით, ნავთობის ღირებულება 24%-ით, ხოლო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ერთნახევარჯერ შემცირდა – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. შედარებისთვის – Brent-ის ნავთობის მარტის ფიუჩერსები გამოქვეყნების მომენტისთვის ბარელზე 78,28 დოლარად იყიდებოდა, WTI ნავთობის თებერვლის კონტრაქტები კი ბარელზე 73,11 დოლარი იყო. ბარელზე 50,47 ...

Read More »

საქართველოს მიერ გაგზავნილი გენერატორები უკრაინაშია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით უკრაინაში გაგზავნილი 25 მაღალი სიმძლავრის გენერატორი ქალაქ კიევში ჩავიდა. აღნიშნული გენერატორები იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც საქართველოს მთავრობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად ახორციელებს, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკრაინაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, გენერატორები, საჭიროების შესაბამისად, უკრაინის სხვადასხვა რეგიონებში გადანაწილდა და ხარკოვის, ნიკოლაევის, ლვოვის, კიევის ოლქსა და ქალაქ კიევს მიეწოდა. „აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა ...

Read More »

პაკისტანში ენერგორესურსების დაზოგვის მიზნით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები 08:30 საათისთვის დაიხურება

პაკისტანის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სავაჭრო ცენტრები და ბაზრები საღამოს 8:30 საათისთვის დაიხურება. ეს ენერგორესურსების დაზოგვის ახალი გეგმის ნაწილია, რომელიც პაკისტანის ეკონომიკური კრიზისის შემსუბუქებას ისახავს მიზნად. Associated Press წერს, რომ პაკისტანმა ხსენებული ნაბიჯი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებების ფონზე გადადგა. ხელისუფლებამ საქორწილო დარბაზებისა და რესტორნების საღამოს 10 საათზე დახურვის ბრძანებაც გასცა. მთავრობის შეფასებით, ზომები ხელს შეუწყობს ენერგიის დაზოგვას და იმპორტირებულ ნავთობზე დანახარჯების ...

Read More »
სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიაზე შეღავათით ისარგებლებენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

6 იანვარს თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, კოსტავას, ვერეს, ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას. “კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ...

Read More »

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა, რუსეთისგან გაზის შესყიდვა შეწყვიტა

იტალიურმა ენერგოკომპანია Edison-მა ადგილობრივი ბაზრისთვის რუსული გაზის მიწოდება, გასული წლის 31 დეკემბრიდან შეწყვიტა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლა მონტიმ მედიასთან განაცხადა. „Edison-მა რუსეთთან კონტრაქტი 31 დეკემბერს დახურა. ჩვენი პაკეტი დივერსიფიცირებული და დამოუკიდებელია, რაც საშუალებას გვაძლევს უზრუნველვყოთ ეროვნული მოთხოვნის 20%, მაგრამ ყველა ოპერატორი ახლა დაკავებულია რუსული წყაროების შემცვლელების ძიებით“, – თქვა ნიკოლა მონტიმ. მისივე თქმით, რუსული მარაგების სრულად ჩანაცვლებისთვის ოპერატორებს 2-3 ...

Read More »

ევროპაში, ნავთობთან ერთად, გაზის ფასიც ინტენსიურად მცირდება

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 726,3 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »