Author Archives: admin

ელექტროენერგიის ფასები საქართველოსა და თურქეთში

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა

2021 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ პანდემიამდელ ნიშნულს გადააჭარბა და 13.7 ტვტ.სთ შეადგინა. გალტ ენდ თაგარტის მონაცემებით, ელექტროენერგიის მოხმარება 13.1%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით და 7.1%-ით 2019 წელთან შედარებით. ზრდა ძირითადად გამოიწვია აფხაზეთის რეგიონის გაზრდილმა მოთხოვნამ. ამ რეგიონის გამოკლებით, დანარჩენი საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა 12.4%-ით 2020 წელთან შედარებით და 0.7%-ით 2019 წელთან შედარებით. ქვეყნის დადგმული სიმძლავრე 2021 წელს 23.5 მგვტ.-ით გაიზარდა და ...

Read More »

ჩერნობილი — ფაქტები მსოფლიოში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფის შესახებ

1986 წლის 26 აპრილის გამთენიისას, უკრაინაში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური აფეთქდა. მრავალი ექსპერტის აზრით, ეს მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე საზარელი ბირთვული კატასტროფა იყო. მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და სამთავრობო გამოძიების შემდეგ, ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა — განსაკუთრებით კი დაზარალებულთა ჯანმრთელობაზე მასიური რადიაციული გაჟონვის გრძელვადიანი გავლენის შესახებ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის დედაქალაქ კიევიდან დაახლოებით 130 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარეობს, ბელარუსთან საზღვრის სამხრეთით. ...

Read More »
The Washington Post - აი, როგორ შეიძლება გაიაფებულმა ნავთობმა მსოფლიო უფრო მშვიდობისმოყვარე და თანამშრომლობისთვის განწყობილი გახადოს

IEA-მა მიიღო გადაწყვეტილება რეზერვებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოთავისუფლებაზე

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA)  მინისტრებმა სამშაბათს გამართულ რიგგარეშე შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიული მარაგებიდან 60 მილიონი ბარელი ნავთობის გამოშვებასთან დაკავშირებით, ნათქვამია IEA-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში. ”სიტუაცია ენერგეტიკულ ბაზრებზე არის ძალიან სერიოზული და მოითხოვს ჩვენს სრულ ყურადღებას. გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა, რაც მსოფლიო ეკონომიკას რისკის ქვეშ აყენებს აღდგენის მყიფე ეტაპზე.  მადლობელი ვარ იმისათვის, რომ IEA-ის წევრმა ქვეყნებმა წარადგინეს საწყისი 60 მილიონი ...

Read More »
ნავთობის გაიაფებამ ExxonMobil-ს მოგება 17–წლიან მინიმუმამდე შეუმცირა

რუსეთში მუშაობას ამერიკული ნავთობკომპანია ExxonMobil-იც წყვეტს

უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის და სანქციების გამო, რუსეთში მუშაობას წყვეტს მსოფლიოს კიდევ ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, ამერიკული ExxonMobil-ი. კომპანიამ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინელი ხალხის სწრაფვას, დაიცვას საკუთარი თავისუფლება და თავად განსაზღვროს მომავალი. ExxonMobil-ი გმობს რუსეთის სამხედრო მოქმედებებს, რაც არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და საფრთხეს უქმნის მის ხალხს. კომპანია აცხადებს, რომ მხარს უჭერს მტკიცე საერთაშორისო რეაქციას და ასრულებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვალდებულებებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

“რუსული ენერგორესურსების აზერბაიჯანულით ან თურქმენულით ჩანაცვლება რთული არ იქნება”

ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების გადაწყობა და სხვა ბაზრების ათვისება ერთ დღეში არ ხდება, თუმცა, შეუძლებელიც არ არის, – აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ღაღანიძე „ბიზნესპარტნიორთან“. მისი თქმით, 2021 წელს ჯამურად, რუსეთსა და უკრაინაზე ჩვენი ექსპორტის ¼-ზე ნაკლები მოდის, იმპორტის შემთხვევაში 1/6-ზე ნაკლები. შესაბამისად, იმაზე საუბრები, რომ ამის დაკარგვა ქართულ ეკონომიკას დაანგრევს, სწორი არ არის. „ეს ყველაფერი სექტორალურ ჭრილშიც უნდა განვიხილოთ. კერძოდ, არის გარკვეული ...

Read More »

ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად $110-ს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნავთობზე ფასები სწრაფად იზრდება. Brent-ს მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსულმა ფასმა 4.4%-იანი ზრდის შემდეგ $110-ს გადააჭარბა, $108-ზე მეტი ღირს ამერიკული მსუბუქი ნავთობიც. ორივე შემთხვევაში ფასები 8 წლიან რეკორდზეა. საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება რომელიც თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. ბოლო დღეებში საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინი 3.14-3.22 ლარი ღირს, პრემიუმი 3.23-3.33 ლარი, ...

Read More »

Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს

Anonymous-მა გატეხა რუსეთის გაზის კონტროლის სისტემა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ჰაკერული დაჯგუფების ვერიფიცირებულ გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც ტექსტში ვკითხულობთ, გატეხილია რუსეთის ეკონომიკის სამინისტროს ბაზაც. ზემოთხსენებულთან ერთად, ჰაკერულმა დაჯგუფებამ ბელარუსში მდებარე ბანკებიც დაჰაკა. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ Anonymous-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა გატეხა და 40 000 ფაილი გაავრცელა. ამასთან, Anonymous-მა პუტინის 97-მლნ დოლარად ღირებული იახტა გაიტაცა. “შაბათს ანონიმუსის ჰაკერთა ჯგუფმა ...

Read More »

ატომური ელექტროსადგურის უიარაღო თანამშრომლები რუსეთის ჯარს წინ აღუდგნენ

სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სადგურის თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ რუსი სამხედროები, შესაძლოა, თავს დაესხან. სადგური ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული. ვიდეომასალასას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. ვიდეოზე ჩანს, რომ უარაღო მოქალაქეებს ატომური ელექტროადგურის მისასვლელი ცოცხალი ძალით აქვთ ჩახერგილი. როგორც UNIAN ადგილობრივ ოფიციალურ წარმომადგენლობაზე წერს, ქალაქის ბლოკპოსტთან ასევე შეიკრიბნენ მოქალაქეებიც. ქალაქი ენერგოდარი უკრაინის სამხრეთით, ზაპოროჟიესა და ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” საწვავის ფასების მიმოხილვას აქვეყნებს: ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საწვავის საშუალო ფასი გაიზარდა  – 0,04-0,06 ევროთი/ლიტრაზე. ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიაში და ფინეთში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს. 28 თებერვლის მდგომარეობით ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 2,25 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – ...

Read More »

„ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში ჟურნალისტებისთვის ტრენინგები იწყება

სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი პროექტ „ენერგეტიკის მედია კლუბის“ ფარგლებში მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ახალ კურსს იწყებს. თემატიკა შეეხება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე სიახლეებს: ელექტროენერგიის საცალო ბაზარი (მათ შორის, თელმიკო/თელასის ფუნქციები, ვალდებულებები, სემეკის რეგულირების მექანიზმები); ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარი (ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი, ენერგეტიკული ბირჟა, საბალანსო და დამხმარე ბაზრები, ბაზრების მონიტორინგი და ა.შ); კონკურენცია ენერგეტიკის სექტორში; წყალმომარაგების სექტორის არსებული ...

Read More »