ამერიკელების 79% რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას მხარს უჭერს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს გაზის გაძვირებას გამოიწვევს. საზოგადოებრივი აზრის კვლევა The Wall Street Journal-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 13% ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ იმპორტის აკრძალვას დემოკრატების 88% და რესპუბლიკელების 77% ემხრობა. 4-7 მარტს ჩატარებულ კვლევაში 529 ადამიანი მონაწილეობდა. 8 მარტს ჯო ბაიდენმა ამერიკაში რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა.
Read More »