Author Archives: admin

დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ევროპაში გაზის ფასი $1200-ს ჩამოსცდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი განაგრძობს შემცირებას. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში ბუნებრივი აირის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე 5%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 194,3 დოლარი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გასაული კვირის ორშაბათს ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი რეკორდული  3 900 აშშ დოლარამდე გაზრდის შემდეგ, პარასკევს მკვეთრად შემცირდა და 1400 აშშ დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა. მიმდინარე კვირას ფიუჩერსების ფასი კვლავ განაგრძობს კლებას.

Read More »

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სემეკში ღია კარის დღე გაიმართა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ღია კარის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია მოქალაქეებს შეხვდა.  სემეკის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ სემეკის წევრები,  სემეკის აპარატის წარმომადგენლები და  ენერგოომბუდსმენი. დავით ნარმანიამ მოქალაქეებს განუმარტა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა უფლებების შესახებ და მოუწოდა, რომ კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, ...

Read More »

უმსხვილესმა გადამზიდმა კომპანიამ Maersk რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა

უმსხვილესმა გადამზიდმა ჯგუფმა Maersk-მა გემებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰეგემან სნაბემ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რომ ეს იქნება პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. ამის შესახებ RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება. მანამდე გადამზიდმა გიგანტმა Maersk-მა განაცხადა, რომ შეაჩერა ყველა კონტეინერის მიწოდება რუსეთში და უკან. Maersk ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვის მარშრუტებს სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში ბალტიის ზღვაზე, ნოვოროსიისკში შავ ზღვაზე და ვლადივოსტოკსა ...

Read More »

პარლამენტი მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნის კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი “მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტს განიხილავს. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას, კერძოდ: ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული მაჭახლის ხეობის დაცვის, აღდგენისა და გონივრული გამოყენების ხელშეწყობა; ბ) მაჭახლის დაცულ ლანდშაფტში ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა ...

Read More »

რა პრინციპით ვრცელდება რადიოაქტიური ღრუბელი და როგორ განვსაზღვროთ მისი შესაძლო ზარალი

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საზოგადოება ბირთვული ომის შესაძლო საფრთხეებზე აქტიურად ალაპარაკდა. ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი მისი ეპიცენტრი უკრაინა იქნება, თუმცა, ატომური იარაღის სიმძლავრიდან გამომდინარე, მსგავსი შესაძლებლობა დანარჩენ მსოფლიოსაც მასშტაბურ საშიშროებას უქადის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს, არსებული საუბრები კი, შესაძლოა, რუსეთის მხრიდან სულაც პოლიტიკური მიზნებით მანიპულირებას ემსახურებოდეს. მიუხედავად ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა, ბირთვული ომის რაობასა და საფრთხეებს ...

Read More »

„ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მონიტორინგის კომიტეტის პირველი შეხვედრა გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინიციატივით, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში, მონიტორინგის კომიტეტის (MC) პირველი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მონიტორინგის კომიტეტის (MC) მთავარ მიზანს წარმოადგენს, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის საქმიანობის მონიტორინგი და კონტროლი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. კომიტეტი შეიქმნა ადგილმდებარეობის შერჩევის კომიტეტის ბაზაზე, ...

Read More »

კასპიის ზღვაში გაზის დიდი საბადო აღმოაჩინეს

„ლუკოილმა“ კასპიის ზღვაში 48 მილიარდი კუბური მეტრის მარაგის დიდი „ხაზრის“ გაზის საბადო აღმოაჩინა, იუწყება TASS როსნედრაზე დაყრდნობით. „ხაზრის საბადო (აღმოჩენა 2022 წელს) წიაღის მომხმარებელი: შპს LUKOIL-Nizhnevolzhskneft. საბადო მიეკუთვნება მსხვილ საბადოებს, ზოგადად, თავისუფალი გაზის საწყისმა მარაგმა შეადგინა 48 მილიარდი კუბური მეტრი, კონდენსატი – 8,2 მილიონი ტონა. “- ნათქვამია ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ საბადო მდებარეობს კასპიის ზღვის შუა ნაწილის რუსულ სექტორში, მახაჩკალიდან 70 ...

Read More »

IEA-ს ხელმძღვანელმა მოუწოდა ნავთობის მოპოვების გაზრდას ბაზრის სტაბილიზაციისთვის

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა მოუწოდა ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს, გაზარდონ ენერგომატარებლების მოპოვება უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ბაზრების სტაბილიზაციისთვის. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი” იუწყება. ”ყველა პასუხისმგებელმა ნავთობის მომწოდებელმა უნდა გაზარდოს ბაზარზე მიწოდება”, – თქვა ბიროლმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რაბათში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ბანკი, პროგნოზების გაკეთებისას, ნავთობის ფასიდან 119 დოლარის ოდენობით  ...

Read More »
სირიაში რუსეთის მიერ ავიაიერიშების განხორციელება არის მოსკოვის მცდელობას „დაიკავოს აშშ-ის ადგილი“, რომლის მიზანსაც რუსეთის გაკოტრება წარმოადგენს.

ინდოეთმა შესაძლოა, რუსული ნავთობი ფასდაკლებით შეიძინოს

ინდოეთი განიხილავს რუსეთის წინადადებას შეღავათიან ფასში ნედლი ნავთობისა და სხვა საქონლის შეძენის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ორ ინდოელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს. ინდოეთი, რომლის ნავთობის 80% იმპორტირებულია, მარაგის დაახლოებით 2%-3%-ს რუსეთისგან ყიდულობს, მაგრამ ნავთობის ფასების ზრდასთან ერთად, Reuters-ის ინფორმაციით, ინდოეთის მთავრობა ცდილობს ენერგო ხარჯები შეამციროს. სააგენტოს წყაროს თქმით, ინდოეთი სიამოვნებით მიიღებს ფასდაკლებულ საქონელს. “რუსეთი გვთავაზობს ნავთობს და სხვა საქონელს დიდი ...

Read More »

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ოპეკს სთხოვენ მეტი ნავთობის მოპოვებას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, დიდი შვიდეულის ქვეყნებმა მოუწოდეს OPEC-ის წევრ ქვეყნებს გაზარდონ ნავთობის მოპოვება, რათა შეაჩერონ ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა. „ჩვენ მოვუწოდებთ ნავთობისა და გაზის მომპოვებელ ქვეყნებს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით და გამოიკვლიონ ენერგორესურსების მიწოდების გაზრდის გზები საერთაშორისო ბაზრებზე, განსაკუთრებით იქ, სადაც მოპოვება არ აღწევს სრულ სიმძლავრეს“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა 10 მარტს. მასში ხაზგასმულია, რომ ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) აქვს ...

Read More »