უმსხვილესმა გადამზიდმა კომპანიამ Maersk რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა

უმსხვილესმა გადამზიდმა ჯგუფმა Maersk-მა გემებისთვის რუსული ნავთობის ყიდვა შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელმა ჯიმ ჰეგემან სნაბემ კომპანიის აქციონერთა ყოველწლიურ კრებაზე განაცხადა, რომ ეს იქნება პასუხი რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში. ამის შესახებ RBC-Ukraine Reuters-ზე დაყრდნობით იუწყება.

მანამდე გადამზიდმა გიგანტმა Maersk-მა განაცხადა, რომ შეაჩერა ყველა კონტეინერის მიწოდება რუსეთში და უკან.

Maersk ახორციელებს საკონტეინერო გადაზიდვის მარშრუტებს სანკტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში ბალტიის ზღვაზე, ნოვოროსიისკში შავ ზღვაზე და ვლადივოსტოკსა და ვოსტოჩნიში რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply