Author Archives: admin

გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

გორში „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ იმსჯელა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი ...

Read More »

ირანმა სირიას ნავთობის ფასი გაუორმაგა

ზამთრის პიკური მოთხოვნისა და შიდა ეკონომიკური პრობლემების ფონზე ირანმა სირიისთვის ნავთობის ფასი 30-დან 70 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Wall Street Journal ავრცელებს. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ირანს არ აქვს საკმარისი ეკონომიკური რესურსი თავისი რეგიონული ამბიციების მომსახურებისთვის – წლების განმავლობაში ირანი სანავთობო შემოსავლებს სირიაში, ლიბანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, საკუთარი გავლენის გასაზრდელად იყენებდა, მათ შორის სირიაშიც, სადაც ...

Read More »

COP28-ის პრეზიდენტად ნავთობკომპანიის CEO დასახელდა

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა COP28-ის კლიმატის მოლაპარაკებების ხელმძღვანელად მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი დაასახელა. ცნობისთვის, COP28 2023 წლის 30 ნოემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, დუბაიში გაიმართება. საამიროების მიერ დასახელებული სულთან ალ ჯაბერი ქვეყნის მრეწველობისა და მოწინავე ტექნოლოგიების მინისტრი და „აბუ-დაბის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის“ აღმასრულებელი დირექტორია. გარდა ამისა, ჯაბერი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კლიმატური საკითხების მიმართულებით ელჩი და სამთავრობო საკუთრებაში არსებული განახლებადი ენერგიის ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

16 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხიანის I, II, IVა, IVბ მიკრორაიონების, გობრონიძის და გაბაშვილის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა $91-ს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,63 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 91,26 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს ამცირებს

მილიარდერ ილონ მასკის კომპანია Tesla ევროპასა და ამერიკაში ელექტრომობილების ფასებს მეხუთედით ამცირებს, რათა საკუთარ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდოს ეკონომიკური დაღმასვლისა და სხვა ბრენდებიდან გაზრდილი კონკურენციის პირობებში. კომპანის თანახმად, ამ შემცირებით, რომელიც მიწოდების და ქარხნებამდე კომპონენტების გადატანის ხარჯების კლებამ განაპირობა, ფასები 2 წლის მინიმუმამდე დაიკლებს. აშშ-ში Tesla-მ ფასები 13,000 დოლარით შეამცირა, ზოგიერთი მოდელის ღირებულებამ კი მეხუთედითაც დაიკლო. დიდ ბრიტანეთში მოდელ 3-სა და ...

Read More »

ესტონეთმა დასავლეთს რუსული ნავთობის ფასის მაქსიმუმის შემცირება მოსთხოვა

დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინას მეტი იარაღი უნდა მისცენ, ასევე შეამცირონ რუსული ნავთობის ფასის ზღვარი. ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა 12 იანვარს განაცხადა. მის განცხადებას ესტონეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. კალასის თქმით, უკრაინას უფრო ინტენსიური სამხედრო დახმარება სჭირდება. მან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, კიევს იარაღის არსებული მარაგის ნაწილი გადასცენ. “უკრაინაში ომის დასრულებამდე შორია. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის განადგურება და ევროპის უსაფრთხოების წესრიგის გადაწერა. ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი უკვე $700-ს ჩამოსცდა

ევროპაში გაზის ფასი შემცირებას განაგრძობს. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 6%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 699,2 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

შვედეთში ელექტრობატარეების და ქარის ტურბინებისთვის აუცილებელი მიწაელემენტების ევროპაში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები ავრცელებენ. შვედეთის ეკონომიკის მინისტრ ება ბუშის და LKAB-ის (ლუოსავაარა-კიირუნავაარას სააქციო საზოგადოება) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შვედეთში ევროპაში დღისათვის უდიდესი იშვიათი მიწაელემენტების საბადო აღმოაჩინეს. LKAB-ის გეოლოგების ინფორმაციით, საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კიირუნას რკინის მადნის საბადოსთან ახლოს აღმოაჩინეს და მისი მარაგები მილიონ ტონაზე მეტია. იშვიათი მიწაელემენტები აუცილებელია ელეტრობატარეების, ქარის ტურბინების და ელექტროძრავების წარმოებისთვის. იშვიათი მიწაელემენტების მსოფლიო ...

Read More »

ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 80%-ით შეამცირა

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან, ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის იმპორტი 80%-ით შეამცირა. ამის შესახებ 13 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში, პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “რა თქმა უნდა, ომამდე ჩვენ ძალიან ვიყავით დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ რესურსებზე. რუსეთმა ისარგებლა ამ დამოკიდებულებით და ენერგეტიკა იარაღად აქცია”, – თქვა მან. ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ცდილობდა “ევროპის შანტაჟს”, ...

Read More »