მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ იმსჯელა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს.
სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი 23,3 მლნ აშშ დოლარია.