Author Archives: admin

გარემოს ეროვნული სააგენტო: შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება მიმდინარეობს

შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „შეხვედრაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა თეიმურაზ მთივლიშვილმა, შვედეთის საელჩოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა ხათუნა ზალდასტანიშვილმა და პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ერთ-ერთი კომპონენტის (პროექტის) განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე ...

Read More »

დანია რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად ბუნებრივი აირის წარმოებას გაზრდის

დანია განახლებადი ენერგიის მიწოდებას მნიშვნელოვნად გაზრდის, გარდა ამისა დანიის მთავრობა აპირებს, რომ ჩრდილოეთის ზღვაში მდებარე საბადოებზე ბუნებრივი აირი მოიპოვოს, სწორედ ამ გზით დანია რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს. ინფორმაციას Reuters-ი დანიის პრემიერ-მინისტრ მატე ფრედერიკსენზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ გავზრდით ბუნებრივი აირის წარმოებას ჩრდილოეთ ზღვაში შეზღუდული დროით. დარწმუნებული ვართ უკეთესია დამოუკიდებლად აირის მოპოვება, ვიდრე ვლადიმერ პუტინზე დამოკიდებულება“, – განაცხადა დანიის პრემიერმა. მისივე თქმით, ...

Read More »
„გაზპრომი“ ქართულ კომპანია „გაზკო+“-ს 100 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს მიაწვდის

Gazprom-ის ექსპორტის მაჩვენებელი 26.4%-ით შემცირდა

2022 წლის პირველ კვარტალში, Gazprom-ის მიერ შორეულ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი 26.4%-ით, ანუ 16 მილიარდი კუბური მეტრითაა შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, – ამის შესახებ Gazprom-ის მიერ გამოქვეყნებულ კვარტალურ მიმოხილვაში ვკითხულობთ. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, 1.3%-ით, ანუ 2.1 მილიარდი კუბური მეტრით შემცირდა Gazprom-ის მიერ გაზის მოპოვების მაჩვენებელიც. თავისთავად ცხადია, რომ რუსული გაზის ექსპორტის შემცირება დასავლური ქვეყნების მიერ რუსეთისადმი დაწესებულმა სანქციებმა ...

Read More »

გერმანიის დამქირავებლები და პროფკავშირები ეწინააღმდეგებიან რუსეთის გაზის დაუყოვნებელ აკრძალვას

ჯგუფები, რომლებიც წარმოადგენენ გერმანიის დამქირავებლებს და პროფკავშირებს, ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ რუსეთის გაზის იმპორტის დაუყოვნებელ აკრძალვას და აცხადებენ, რომ ამგვარი ნაბიჯი მოიტანს ქარხნების დახურვას და სამუშაო ადგილების დაკარგვას. რაინერ დულგერმა, გერმანიის დამქირავებელთა კონფედერაციის (BDA) ხელმძღვანელმა და რაინერ ჰოფმანმა, გერმანიის პროფესიული კავშირების კონფედერაციის (DGB) ხელმძღვანელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს 18 აპრილს, იმ ფონზე, როცა ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობას ენერგეტიკის ...

Read More »

ევროკომისია ნავთობის სფეროში რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე მუშაობს

ევროკომისია აცხადებს, რომ ნამდვილად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო შემდგომ სანქციებზე ნავთობის სფეროში. ევროკომისიის მთავარი სპიკერი, ერიკ მამერი აცხადებს, რომ ამ დროისთვის მას არ შეუძლია დამატებითი დეტალების დასახელება. ევროკავშირმა ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხუთი პაკეტი დაამტკიცა, თუმცა გაურკვეველია, იქნება თუ არა სანქციების მეექვსე პაკეტი და თუ იქნება, როდის. მანამდე საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა განაცხადა, რომ ევროკავშირის დონეზე რუსულ ნავთობზე ემბარგოს ...

Read More »

მოუწევს თუ არა საქართველოს რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდა?

რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდას სულ უფრო მეტი ქვეყანა თანხმდება. ასეთი მოცემულობა ჯერჯერობით საქართველოს წინაშე არ დამდგარა, მაგრამ სამომავლოდ გამორიცხული არაფერია. მით უფრო, რომ სომხეთმა უკვე თანხმობა განაცხადა, რომ ამიერიდან რუსული ბუნებრივი აირის საფასურს რუბლში გადაიხდის. გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაგან კერობიანმა უკვე დაადასტურა. ამასთან, „გაზპრომის“ წარმომადგენელმა სერგეი კუპრიანოვმაც აღნიშნა, რომ ერევანთან დადებული ხელშეკრულება რამდენიმე წელია იძლევა საშუალებას გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ და ეს შესაძლებლობა ...

Read More »

საბერძნეთმა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავა

საბერძნეთმა რუსული დროშის ქვეშ მცურვი ნავთობის ტანკერი Pegas დააკავა. ამის შესახებ DW წერს. გემი საბერძნეთის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის მოთხოვნით 15 აპრილს დააკავეს. ტანკერის დაზიანების გამო, ის ბუქსირით გადაიყვანეს პელოპონესის ნახევარკუნძულის პორტში. იქ ნავთობი სხვა ტანკერში უნდა გადაეტვირთათ, რადგან შემაკავებელი ზომები ვრცელდება მხოლოდ თავად გემზე, მაგრამ არა მის ტვირთზე. ამინდის არასასურველი პირობების გამო, ტანკერი კუნძულ ევბეასთან ახლოს, კარისტოს ყურის ...

Read More »

„გაზპრომში“ აცხადებენ, რომ ევროპაში გაზის ექსპორტს უკრაინის გავლით აგრძელებენ

რუსული გაზის მწარმოებელი „გაზპრომი“ აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, – ინფორმაციას Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ 17 აპრილისთვის, მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნა 57 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.

Read More »

სუსი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებზე: გასცდა თვითორგანიზებულ პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციებს ე.წ. რბილი ძალის გამოყენების მაგალითად მიიჩნევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და 2021 წლის ანგარიშში, რომელიც დღეს, 18 აპრილს გამოქვეყნდა. “დაინტერესებულმა ძალებმა საკითხის კრიტიკულ ნიშნულამდე გასამწვავებლად აქტიურად გამოიყენეს დეზინფორმაცია-პროპაგანდის, ფარული ოპერაციებისა და ე.წ. რბილი ძალის ინსტრუმენტები. აღნიშნული პროცესები ცალსახად გასცდა თვითორგანიზებულ სამოქალაქო პროტესტს და საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას”, – ასე აფასებს სუსი საპროტესტო მოძრაობას.

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

ენერგოგარემოება 2022

ბოლო პერიოდის მოვლენებმა, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომმა, ფაქტობრივად, მსოფლიო მასშტაბით, ენერგეტიკაში სხვადასხვა ახალი გარემოება გამოკვეთა, რაც, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალ წყობას შეუწყობს ხელს ამ სექტორში. ფაქტობრივად, ევროპას იძულებით მოუწევს ნაბიჯების გადადგმა ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ზოგადად, თვალსაჩინო გახდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობა. მაგალითად, გერმანია იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად, KfW-სა და ნიდერლანდური კომპანია Gasunie-ს პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობას იწყებს, 8 მილიარდ კუბ.მ-მდე რეგაზიფიკაციის ...

Read More »