Author Archives: admin

ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი საწვავის ტანკერის შესახებ საზღვაო სააგენტო განცხადებას ავრცელებს

ბათუმის პორტში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის შესვლის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის ტრანზიტური ტვირთი, დიზელი, სომხეთისთვისაა განკუთვნილი და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი გადმოტვირთვა შიდა და საერთაშორისო ნორმების დაცვით. სააგენტო აცხადებს, რომ ევროკავშირის სანქციების პაკეტი, რომელიც მოიცავს რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემებისთვის ევროკავშირის პორტებში შესვლის აკრძალვას, უშვებს გამონაკლისს ენერგეტიკის (ნავთობი, ნავთობ-პროდუქტები), ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

პროექტ DAMAST-ის ფარგლებში გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა ენგურჰესზე ინოვაციური მონიტორინგის ტექნოლოგიები დანერგეს

გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტი DAMAST-ის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­ელ­ექ­ტრო­სად­გუ­რე­ბის უს­აფ­რთხო და ეფ­ექ­ტუ­რი მუ­შა­ობ­ის­თვის მო­ნი­ტო­რინ­გის უახ­ლე­სი სის­ტე­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია. 5 წლი­ანი კვლე­ვი­თი და სა­ვე­ლე სა­მუ­შაოების შე­დე­გად გერ­მა­ნელ­მა და ქარ­თველ­მა მეც­ნი­ერ­ებ­მა ენ­გურ­ჰეს­ზე ინ­ოვ­აცი­ური მო­ნი­ტო­რინ­გის ტექ­ნო­ლო­გი­ები და­ნერ­გეს — დაკ­ვირ­ვე­ბა ხმე­ლეთ­ზე, წყალ­ზე და კოს­მო­სი­დან უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მკვლევ­რებს ენ­გუ­რის კაშ­ხლის მდგო­მა­რე­ობ­ის შე­სა­ხებ ზუსტ მო­ნა­ცე­მებს აწ­ვდის. „კაშ­ხა­ლი, რო­გორც წე­სი, ძველ­დე­ბა და ეს არ არ­ის სა­ოც­რე­ბა, ...

Read More »

საქართველოს რკინიგზა თბილისში “გაზპრომის” წარწერიან ვაგონებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა თბილისში “გაზპრომის” წარწერიან ვაგონებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და ტელეკომპანია “მთავარის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს. ტექსტში ნათქვამია, რომ ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. “საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია მთავარზე გასულ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას ეხმაურება. კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ბულგარეთი ბუნებრივი აირის მიწოდების რეგიონული ცენტრი ხდება

ბალკანეთისა და იტალიისთვის გაზის დამატებითი შესყიდვის უზრუნველსაყოფად და გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის გამოყენების გასაკონტროლებლად, ბულგარეთში რეგიონული ცენტრი გაიხსნება. გეგმის შესახებ ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა ასენ ვასილევმა ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ბულგარეთმა, რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარის თქმის გამო, ევროკომისიის ძლიერი მხარდაჭერა მიიღო. ვასილევის განცხადებით, ბულგარეთს ევროპის სხვა ქვეყნებისთვის 17-20 მილიარდი კუბური მეტრი ...

Read More »

სლოვაკეთი შეეცდება რუსული ნავთობის ემბარგოსგან გათავისუფლება მოიპოვოს

სლოვაკეთის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი შეეცდება რუსული ნავთობის ემბარგოსგან გათავისუფლება მოიპოვოს. ევროკომისია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტს ამზადებს და სავარაუდოდ, სამშაბათს დაასრულებს მუშაობას. 2 მაისს, სააგენტო Reuters-მა ევროკავშირის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ევროკომისიამ უნგრეთი და სლოვაკეთი რუსული ნავთობის შესყიდვის ემბარგოსგან შეიძლება გაათავისუფლოს. სლოვაკეთი ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რუსულ წიაღისეულ საწვავზე. „თუ საქმე ეხება რუსული ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “ხობი 2 ჰესის” გვირაბის გაყვანის სამუშაოები დასრულდა

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანის სამუშაოები წარმატებით დასრულდა. საქართველოს ბანკის მიერ პროექტის მხარდასაჭერად 28 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია გამოიყო. სოფელ მუხურიდან  1.2 კმ-ის დაშორებით განთავსებული ჰესის სიმძლავრე 46.7 მეგავატს უტოლდება. პროექტი 6,658 მეტრის სიგრძის გვირაბს და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტს „ქართული საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ ახორციელებს. “ხობი 2 ჰესის” პროექტს საფუძველი 2015 ...

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

2021 წელს 1 453 707 ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელზე 7.2%-ით მეტია

2021 წელს, ქვეყანაში, საერთო ჯამში, იმპორტირებულია 1 453 707 ლიტრი ბენზინი და დიზელი, რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7.2%-ით მეტია, – ამის შესახებ კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინა. ამავე დოკუმენტის თანახმად, საწვავის ყველაზე დიდი მოცულობის იმპორტი თურქმენეთიდან განხორციელდა – 22.1%, რომელსაც მოყვება რუსეთის ფედერაცია – 19.2% და რუმინეთი -18.2%. “საერთო იმპორტის 45.7% შეადგინა დიზელის ...

Read More »

სემეკი სომხეთის მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით სემეკის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მარეგულირებელი კომისიის 25-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში. დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, მან ხაზი გაუსვა სემეკსა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობას. გარდა  ამისა, სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ...

Read More »

პოლონეთი მზადაა, გერმანიას რუსული ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმაროს

პოლონეთი მზადაა, გერმანიას რუსული ნავთობის მოხმარების შემცირებაში დაეხმაროს. ამის შესახებ პოლონეთის კლიმატისა და გარემოს მინისტრმა, ანა მოსკვამ თქვა. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს მიმდინარე წლის ბოლომდე დააწესებს. “პოლონეთის სახელით ვაცხადებ, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა, გერმანიის ამბიციურ გეგმას მხარი დაუჭიროს, რომ მათ მოახდინონ დერუსიფიკაცია ქალაქ გდანსკში ჩვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საშუალებით. გვსურს, ევროკავშირმა განსაზღვროს კონკრეტული თარიღი, თუ როდის შეწყვეტენ წევრი ქვეყნები ...

Read More »

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს

ევროპის ენერგეტიკის მინისტრებმა ბრიუსელში საგანგებო შეხვედრა გამართეს. განიხილეს რუსეთის მოთხოვნა, რომელიც ბუნებრივი აირის საფასურის რუსულ რუბლებში გადახდას ეხება. ევროკომისიის წევრი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ რუბლებში გაზის საფასურის გადახდა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, რაც დაუშვებელია. რუსეთმა გაზის მიწოდება პოლონეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყვიტა.

Read More »