Author Archives: admin

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ბაქოს ესტუმრება

აზერბაიჯანისგან მეტი ბუნებრივი აირის მიღების საკითხზე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი დღეს ბაქოს ესტუმრება. გავრცელებული ცნობით, აზერბაიჯანის დედაქალაქში ასევე მიემგზავრება ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი, კადრი სიმსონიც. „რუსეთის მიერ ენერგომომარაგების უწყვეტი შეიარაღების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიცირება ევროკავშირის პრიორიტეტია. პრეზიდენტი ფონ დერ ლაიენი და კომისარი კადრი სიმსონი აზერბაიჯანში იქნებიან თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მიზნით“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში. ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა გარიგება აზერბაიჯანთან, რათა ...

Read More »
მაისიდან ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი განხორციელდება

საფრანგეთი დიზელის მიღებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან შეთანხმებას მოაწერს ხელს

საფრანგეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ორშაბათს ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ახლო აღმოსავლეთის ეს სახელმწიფო გარანტიას მისცემს ოფიციალურ პარიზს დიზელის მიწოდებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. ეს შეთანხმება ემთხვევა საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მუჰამედ ბინ ზაიდ ალ-ნაჰიანის ვიზიტს საფრანგეთის დედაქალაქში, რომელიც 17-19 ივლისს უნდა შედგეს. „ეს არის ძლიერი და სიმბოლური ჟესტი. ორშაბათის შეთანხმება მიზნად ისახავს არაბთა გაერთიანებული საამიროების მხრიდან საფრანგეთისთვის გარანტიების მიცემას ...

Read More »

ნორვეგიული გაზის პოლონეთში ბალტიის მილსადენით მიწოდება რუსეთის ენერგორესურსების შემცირებით გამოწყვეულ ზეწოლას შეამსუბუქებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ნორვეგიიდან 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოწოდებაზე კონტრაქტი უკვე გაფორმდა, მომავალი წლისთვის კი აღნიშნული მაჩვენებელი 10 მილიარდს შეადგენს. პოლონეთში ბუნებრივი აირის შიდა წარმოება დაახლოებით 4 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. თხევადი გაზის ტერმინალი შვინოიშჩეში ამჟამად მზადაა 6,5 მილიარდი კუბური მეტრი საწვავის მისაღებად, რაც უახლოეს მომავალში 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. მორავიეცკის სიტყვებით, წელს ბუნებრივი აირის ...

Read More »

შრი ლანკაში საწვავის შესავსებად კვოტები შემოიღეს

შრი ლანკის ენერგეტიკის სამინისტრომ დღეს საწვავის ეროვნული აბონემენტი წარმოადგინა, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ საწვავის გარანტირებული კვოტა პირადი ავტომობილებისთვის. შრი ლანკის ახალი ამბების პორტალ Adaderana-ს ცნობით, ეს ღონისძიება მიზნად ისახავს კუნძულზე არსებული ბენზინგასამართ სადგურებზე გიგანტური რიგების შემცირებას, რომელიც საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე წარმოიქმნა. თითოეული მანქანის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ პირადობის მოწმობაზე. სარეგისტრაციო ნომრის გადამოწმების შემდეგ თითოეულ მანქანას მიენიჭება QR კოდი. ...

Read More »

გერმანული ფონდი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტს ტოვებს

გერმანიის საზოგადოებრივი ფონდი, რომელიც რუსულ „გაზპრომს“ Nord Stream 2 გაზსადენის პროექტის დასრულებაში უნდა დახმარებოდა, პროექტიდან გასვლას ცდილობს. ამის შესახებ Reuters იტყობინება. მისივე ინფორმაციით, ფონდს სურს, გადაიხადოს 12 მილიონი ევრო (12,10 მილიონი აშშ დოლარი) კომპანიის შვილობილი Nord Stream 2 AG-ის წინაშე ვალდებულებების დასაფარად. ფონდის ხელმძღვანელმა, ერვინ სელერინგმა განმარტა, რომ მის ორგანიზციას სურს, გაწყვიტოს ყველა კავშირი Nord Stream 2-თან მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში დაფუძნებული Nord ...

Read More »

რუსეთის ომის მანქანა ნავთობის გაყიდვით კვლავ ფინანსდება

ივლისში რუსული ნედლი ნავთობის საექსპორტო გადასახადის განაკვეთის ზრდამ კრემლს თვის პირველ კვირაში ნაკადების შემცირება დაუკომპენსირა. საბაჟო განაკვეთები ივნისიდან ივლისამდე 23%-ით გაიზარდა, რაც კრემლს მოუტანს დამატებით $1,42-ს ბარელ ნავთობზე ყოველი გადაზიდვისთვის. ეს იმპულსი დაეხმარა რუსეთს, გაუმკლავდეს ნედლი ნავთობის მიწოდების 15%-იან შემცირებას 8 ივლისამდე კვირაში. შემოსავალი მხოლოდ 3 მილიონი დოლარით, ანუ 2%-ით შემცირდა. G7-ის ქვეყნები ცდილობენ, იპოვონ გზა, რომ ზიანი მიაყენონ რუსეთს ...

Read More »
"გაზპრომი" უკრაინის ანტიმონოპოლიურის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს

უკრაინა აშშ-ისა და ევროპის ბანკებს მოუწოდებს, გაწყვიტონ კავშირი კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ

უკრაინა მოუწოდებს აშშ-ისა და ევროპის ბანკების ხელმძღვანელებს, გაწყვიტონ კავშირი კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა. „ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ ბანკირებს, განსაკუთრებით ჯეიმი დაიმონს JPMorgan Chase-დან და ნოელ ქუინს HSBC-დან თხოვნით მიმართა, შეწყვიტონ იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც ვაჭრობენ რუსული ნავთობით და ყიდიან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ნავთობისა ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

16 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მარაგი საქართველოში – ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩენა

საქართველოში გაზის 16 მილიარდი კუბური მეტრის მარაგია დადასტურებული, რაც დაახლოებით, საქართველოში 8 წლის მოხმარებას უდრის. გაზის დიდი საბადო თბილისის მახლობლად აღმოაჩინეს. ამ აღმოჩენამ ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ზრდას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოში ბუნებრივი აირის მოპოვების სამუშაოების დაწყება  2023 წლიდან იგეგმება. რუსთავთან აღმოჩენილი მარაგი 16 მილიარდი კუბური მეტრია. არ არის გამორიცხული, საქართველოში გაზის მარაგი გაცილებით მეტი იყოს. სამუშაოებს ბრიტანული კომპანია „ბლოკ ენერჯი“ აწარმოებს. ...

Read More »

საუდის არაბეთმა გააორმაგა რუსული ნავთობის იმპორტი, რამაც საკუთარის ექსპორტის გაზრდის საშუალება მისცა

მიუხედავად სანქციებისა, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის ენერგეტიკული ნაკადების ჩახშობას, მსოფლიოს უდიდესმა ნავთობის მწარმოებელმა მეორე კვარტალში მკვეთრად გაზარდა რუსული ნავთობის იმპორტი, იტყობინება Reuters. Reuters-ის მიერ განხილული მონაცემების თანახმად, საუდის არაბეთმა აპრილიდან ივნისამდე 647 000 ტონა რუსული ნავთობის იმპორტი განახორციელა. აღნიშნული ნავთობი მან რუსეთისა და ესტონეთის პორტებიდან შემოიტანა. ამ დროისთვის, 2021 წელის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 320 000 ბარელითაა გაზრდილი. რა ...

Read More »

ლინას ლინკევიჩუსი – ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით

ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა რუსეთს უფრო ბევრი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი „ტვიტერში“ წერს. „მზადდება სანქციების მე-7 პაკეტი. ვინმეს აინტერესებს? ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესყიდვით ევროკავშირმა ექსპონენტურად რუსეთს უფრო მეტი ფული გაუგზავნა, ვიდრე უკრაინას დახმარების სახით. ნავთობზე ფასები იზრდება. რუბლი უფრო გამყარდა. ვიღაც-ვიღაცები კვლავ შეშფოთებული არიან „პროვოკაციული“ შეზღუდვებით. ...

Read More »