უკრაინა მოუწოდებს აშშ-ისა და ევროპის ბანკების ხელმძღვანელებს, გაწყვიტონ კავშირი კომპანიებთან, რომლებიც რუსული ნავთობით ვაჭრობენ, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, ოლეგ უსტენკომ გამოცემა Financial Times-თან განაცხადა.
„ეკონომიკის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ოლეგ უსტენკომ ბანკირებს, განსაკუთრებით ჯეიმი დაიმონს JPMorgan Chase-დან და ნოელ ქუინს HSBC-დან თხოვნით მიმართა, შეწყვიტონ იმ კომპანიების დაფინანსება, რომლებიც ვაჭრობენ რუსული ნავთობით და ყიდიან სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ნავთობისა და გაზის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ აქციებს“, – აღნიშნულია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა გეგმავს საჩივრის შეტანას ბანკების წინააღმდეგ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში (ICC) ომის დასრულების შემდეგ, ხოლო უკრაინის სადაზვერვო სააგენტოები გააგრძელებენ ინფორმაციის შეგროვებას ფინანსური ინსტიტუტების შესახებ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსული საწვავით ვაჭრობას.
„ჩემი აზრით, ისინი სჩადიან სამხედრო დანაშაულებს, რადგან ამ გზით ეხმარებიან პუტინის რეჟიმს და მხარს უჭერენ მას“, – განაცხადა ოლეგ უსტენკომ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული ნავთობისა და გაზის შემოსავლები გამოიყენება რაკეტების შესაძენად, რომლებიც გამოიყენება მშვიდობიანი უკრაინელების წინააღმდეგ.