Author Archives: admin

გაძლებს ევროპა რუსული გაზის გარეშე?

ევროპა მძიმე ზამთრისთვის ემზადება. რუსეთმა მას უკვე შეუმცირა ბუნებრივი აირის მიწოდება, ამას კი თან დაერთო მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებული დრამა. რუსეთმა ამ მარშრუტით გაზის ტრანსპორტირება 11 ივლისს, ათი დღით შეაჩერა და მიზეზად დაასახელა „ყოველწლიური გეგმური ტექნიკური მომსახურება“. ხუთშაბათს გაზის მიწოდება აღდგა, თუმცა ევროკავშირი შიშობს, რომ რუსეთი გააგრძელებს ბუნებრივი აირის გამოყენებას მასზე ზეწოლის განსახორციელებლად. ეს კი პრობლემებს ბევრი სხვადასხვა კუთხით შექმნის. ...

Read More »

ჯო ბაიდენი: რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს. ამის შესახებ მან ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან თათბირზე განაცხადა. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საწვავის ღირებულება ისევ მაღალია, ხოლო ფასების შემცირების ტემპები – არასაკმარისად სწრაფი. „ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ ნავთობზე გლობალური ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე, რაზეც გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დავითანხმე. ეს გაზრდის მიწოდებას და რუსეთის შემოსავლებს შეამცირებს“, ...

Read More »

აზერბაიჯანული გაზით ჩეხეთიც დაინტერესდა

ჩეხეთი დაინტერესებულია გაზზე წვდომით ისეთი სანდო პარტნიორისგან, როგორიც აზერბაიჯანია. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ჩეხეთის ელჩმა მილან სედლაჩეკმა Trend-თან ინტერვიუში განაცხადა. „18 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ამავე დროს, ევროკომისია, ისევე როგორც ცალკეული ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ენერგეტიკული ...

Read More »

საუდის არაბეთის პრინცი ენერგეტიკისა და სამხედრო სფეროებში შეთანხმებების გასაფორმებლად საბერძნეთს ეწვევა

საუდის არაბეთის პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი 26 ივლისს საბერძნეთს ეწვევა და ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისთან გამართავს შეხვედრას. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება. ბინ სალმანის საბერძნეთში დაგეგმილი ვიზიტი იქნება პირველი ევროკავშირის ქვეყანაში, 2018 წელს, საუდელი ჟურნალისტის ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეთა შორის უნდა გაფორმდეს ორმხრივი ხელშეკრულებები. ბერძნული დიპლომატიური წყაროს ცნობით, გარიგებები შეეხება ენერგეტიკის, სამხედრო და წყალქვეშა მონაცემთა ...

Read More »

ირანული ნავთობის გადამზიდავი გემები რუსულ ნავთობზე გადადიან

გადაზიდვების ანალიტიკური კომპანიის Vortexa-ს ცნობით, ნავთობტანკერები, რომლებიც ადრე ირანულ ნავთობს ატარებდნენ, რუსული ნავთობის გადაზიდვაზე გადადიან. მონიტორინგის ქვეშ მყოფი გემებიდან თერთმეტი, რომლებიც ადრე ირანულ ნავთობს ატარებდნენ, აპრილიდან რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაიტვირთა და ამ პერიოდის განმავლობაში 16 გადაზიდვა განხორციელდა. “უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაგზავნაზე. ისინი, ვინც ცნობილია სანქცირებული ნედლი ნავთობით ვაჭრობით, გააგრძელებენ ტანკერების გამოყენებას, რათა დაეხმარონ ...

Read More »

ოლაფ შოლცი: გერმანიის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის თქმით, მომხმარებლებისთვს გაზის საფასურის გაზრდამ შესაძლოა, ოთხსულიანი ოჯახის ხარჯები წელიწადში დაახლოებით 200-300 ევროთი გაზარდოს, ამიტომ გერმანიის მთავრობა მოსახლეობის დახმარების ზომებს განიხილავს. ამის შესახებ შოლცმა ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლაფ შოლცის განცხადებით, ქვეყნის მოსახლეობა და ენერგორესურსების გაძვირების ფონზე მარტო არ დარჩება. „რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ. ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ...

Read More »
"გალფი" კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს

შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

”სან პეტროლიუმ ჯორჯია“ ეხმაურება, ბოლო დროს, მედიაში, გარკვეული პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, კომპანიის ბიზნეს საქმიანობის შესახებ გავრცელებულ უსაფუძვლო და გადაუმოწმებელ განცხადებებს. კომპანიის დაარსების პირველივე დღიდან, ბრენდის მაღალი რეპუტაციული სტანდარტისა და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ყველა მოქმედება თუ ბიზნესოპერაცია სრულ თანხვედრაშია სფეროს ადგილობრივ და საერთაშორისო რეგულაციებთან. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სხვადასხვა სანქციების ამოქმედებიდან, დღემდე, ჩვენი საქმიანობის ყოველი ეტაპი არის გამჭვირვალე და სრულ შესაბამისობაშია ევროპულ, ...

Read More »

წყალტუბოში საერთაშორისო პროექტის ,, თანამშრომლობა სუფთა გარემოს’’ ფარგლებში ეროვნული ფორუმი გაიმართა

ფორუმს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ,,დედამიწის მეგობრები საქართველო’’ აღმასრულებელი საბჭოს წევრი აკაკი ფანჩულიძე, ქუთაისის მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების უფროსი არჩილ ტყაბლაძე ესწრებოდნენ. ეროვნული ფორუმი პროექტის კოორდინატორმა მაია ფანჩულიძემ გახსნა. იმერეთის მეცნიერთა კავშირის ,,სპექტრის’’ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ცხაკაიამ ისაუბრა ნარჩენების მართვისა და სეპარირების საკითხებზე, პარტნიორი ქვეყნების (სომხეთის, მოლდოვას, რუმინეთის)გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე, ევროკავშირის ...

Read More »

ილონ მასკის „ტესლამ” მე-2 კვარტალში თავისი ბიტკოინების 75% გაყიდა

ამის შესახებ „ტესლა” თავისი აქციონერებისთვის გამოცემულ მეორე კვარტლის ანგარიშში იუწყება. მე-2 კვარტლის ბოლოსთვის ჩვენი ბიტკოინების დაახლოებით 75%-ის ფიატ ვალუტაში კონვერტირება მოვახდინეთ. გადაცვის ოპერაციებმა ჩვენი ნაღდი ფულის ბალანსი 936 მლნ დოლარით გაზარდა, – ნათქვამია აქციონერთათვის გამოქვეყნებულ ბოლო ანგარიშში. „ტესლამ” 2021 წელს ბიტკოინში დაახლოებით 1.5 მლლრ დოლარის ინვესტიცია ჩადო. არსებული „ბიტკოინმონეტების” 75%-ის გაყიდვით 936 მლნ დოლარის ამოღება ნიშნავს, რომ კომპანიამ ~200 მლნ ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

2022 წლის  22 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  103.86  (-  3.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.35  ( –  3.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »