გადაზიდვების ანალიტიკური კომპანიის Vortexa-ს ცნობით, ნავთობტანკერები, რომლებიც ადრე ირანულ ნავთობს ატარებდნენ, რუსული ნავთობის გადაზიდვაზე გადადიან.
მონიტორინგის ქვეშ მყოფი გემებიდან თერთმეტი, რომლებიც ადრე ირანულ ნავთობს ატარებდნენ, აპრილიდან რუსული ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაიტვირთა და ამ პერიოდის განმავლობაში 16 გადაზიდვა განხორციელდა.
“უფრო მეტი კომპანია ამბობს უარს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაგზავნაზე. ისინი, ვინც ცნობილია სანქცირებული ნედლი ნავთობით ვაჭრობით, გააგრძელებენ ტანკერების გამოყენებას, რათა დაეხმარონ რუსეთს ნავთობის ექსპორტში სუეცის აღმოსავლეთით“, – თქვა ბაზრის ანალიტიკოსმა არმენ აზიზიანმა.
Vortexa-ს ცნობით, რუსული მარაგი ივლისის პირველ ნახევარში გაიზარდა 250,000 ბარელით დღეში, რაც აპრილის მაჩვენებელზე 170,000 ბარელით მეტია. გემებში ასევე შედის ძალიან დიდი ნედლი ნავთობის მატარებლები, რომლებსაც შეუძლიათ გადაიტანონ დაახლოებით 2 მილიონი ბარელი ნავთობი.
Vortexa-ს ინფორმაციით, ნავთობტანკერების მზარდი რაოდენობა თიშავს სატელიტურ ტრანსპონდერებს და ახორციელებენ რუსული ნავთობის გადაზიდვას ატლანტის ოკეანეში. ეს ტექნიკა ხშირად გამოიყენება ტვირთის შესანიღბად. 14 VLCC-დან და Aframaxe-დან, რომლებიც გასული იყო კონტაქტიდან, ხუთი წარსულში ირანულ ნავთობს ატარებდა.
იმის გამო, რომ სულ უფრო მეტი გადამზიდავი ამბობს უარს რუსული ნავთობის მომსახურებაზე უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დარჩენილმა ტანკერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ სურთ ასეთი დელიკატური გარიგებების დადება, შეიძლება კიდევ უფრო გაზარდონ მომსახურების ტარიფი.
წყარო: businessformula.ge