Author Archives: admin

მეცნიერებმა შექმნეს ქაღალდის ბატარეა, რომელიც წყლით აქტიურდება

ახლად შექმნილი, წყლით გააქტიურებადი ქაღალდის ერთჯერადი ბატარეა გვპირდება, რომ დიდ გავლენას მოახდენს ერთჯერადი გამოყენების ელექტრონიკაზე — მაგალითად, მედიცინისა და მრეწველობის დარგებში გამოყენებულ დროებით მოწყობილობებზე. მკვლევართა მიერ წარმოდგენილი ბატარეა ბიოდეგრადირებადია, დამზადებულია მდგრადი მასალებისგან და იაფია. გარდა ამისა, მისი წარმოება შესაძლებელია სხვადასხვა ზომებში და ფორმებში, საჭიროების მიხედვით. ორუჯრედიანი ბატარეა საკმარისი აღმოჩნდა LCD მაღვიძარა საათის კვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უახლოეს მომავალში ის თქვენს ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 2 აგვისტოს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის, ვაგზლის მოედნის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დიდი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის, აკაკი ბელიაშვილის, ჩაჩავას, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), გორის, იამანიძის, ქურდიანის, ბათუმის, ფიფიას, შანავას, მეტრეველის, ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,82 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 112,78 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

კალიფორნიაში კვლავ ტყის ძლიერი ხანძრებია

კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან. 48 საათის განმავლობაში, ცეცხლის გავრცელების არეალმა 50 000 ჰექტარს გადააჭარბა, – ამის შესახებ BBC წერს. ცეცხლის ჩაქრობას ასობით მეხანძრე ცდილობს. როგორც BBC იტყობინება, მიმდინარე წლის განმავლობაში, ეს კალიფორნიის შტატში გაჩენილი ყველაზე მასშტაბური ხანძარია. შტატის ზოგიერთ დასახლებაში დაიწვა სახლები და საფრთხე შეექმნა საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას. ხანძრის სწრაფად გავრცელების წინაპირობებად ექსტრემალური გვალვა, მაღალი ტემპერატურა და ქარი სახელდება.

Read More »

ნავთობის ფასი 5 დოლარით შემცირდა

2022 წლის  1 აგვისტოს  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  99.88 (-4.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 93.25  ( -5.21)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გერმანიასა და ჩეხეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს

ჩეხეთის რესპუბლიკაში, ეროვნულ პარკში, რომელსაც ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული, გაჩენილი ტყის ხანძრის შედეგად 1100 ჰექტარი მიწის ფართობი დაზიანდა. ქვეყნის ჩრდილოეთში ტყის ხანძრები კვირაზე მეტია მძვინვარებს. მეხანძრე-მაშველები იმედს არ კარგავენ,  რადგან სახანძრო სტრატეგია, რომელსაც ისინი იყენებენ, შედეგის მომცემია. ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლებს, დაახლოებით 500-მდე ადამიანს,  სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს. ხანძრებს ამ დრომდე 750-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის. ჩეხეთის სახანძრო სამსახურის სპიკერი მარტინა გოცოვა ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

Eni 2025 წლისთვის რუსული გაზს მთლიანად ჩაანაცვლებს

იტალიურ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანია Eni-ს 2025 წლისთვის შეეძლება მთლიანად ჩაანაცვლოს რუსული გაზის ის მოცულობა, რომელსაც ახლა ყიდულობს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. „ინიციატივები მიზნად ისახავს 2025 წლისთვის უზრუნველყოს იტალიის ბაზარზე გაზის მიწოდება იმ მოცულობით, რომელიც ექვივალენტურია რუსეთის ფედერაციიდან ყოველწლიურად შემოტანილი 20 მილიარდი კუბური მეტრის 100%-ით“, – ნათქვამია განცხადებაში. კომპანია აკონკრეტებს, რომ გეგმავს ისტალიის და შემდეგ უკვე მთლიანად ევროპის ბუნებრივი აირის ...

Read More »

OPEC+-ის შეთანხმება 2022 წლის ბოლომდეა ძალაში

“OPEC+”-ის ქვეყნების კვოტა ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით 1 აგვისტოდან კიდევ 648 ათასი ბარელით/დღეში იზრდება, თუმცა, სავარაუდოდ, ის დადგენილ ლიმიტთან შედარებით დაბალი იქნება. აღნიშნულის შესახებ “ნავთობპროდუქტების იმპრტიორთა კავშირი” იუწყება. ივნისის თვის დასაწყისში “OPEC+”-ის მინისტრებმა მიიღეს გადაწყვეტილება მოპოვების კვოტების ოდნავ დაჩქარებულ ზრდასთან დაკავშირებით – 432 ათასი ბარელის/დღეში ნაცვლად გადაწყდა მათი გაზრდა 648 ათასი ბარელით/დღეში, ამასთან ერთდროულად ორი თვით – ივლისსა და აგვისტოში. ივლისში ეს გადაწყვეტილება ...

Read More »

ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა

1-ელი აგვისტოდან ევროკავშირში რუსული ნახშირის იმპორტი აიკრძალა. აღნიშნული შეზღუდვები უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო დაწესდა. ამ სანქციის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2022 წლის აპრილში მიიღო. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 2021 წელს ქვეყანამ ევროპაში 48,7 მილიონ ტონაზე მეტი ნახშირი გაიტანა. დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნიკოლაი შულგინოვმა განაცხადა, რომ არსებული ვითარების პირობებში რუსულ კომპანიებს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა მოუწევთ.

Read More »

აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტი რეკორდულ დონეს აღწევს

აზერბაიჯანის მიერ სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით ევროპაში გადატანილი გაზის დღიური მოცულობა 37 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა. აღნიშNულის შესახებ EADaily იუწყება. სააგენტოს ინფორმაციით, ძველი რეკორდი – 36 მილიონი კუბური მეტრი დღეში, მიმდინარე წლის ივლისში მოხსნა. აღსანიშნავია, რომ არსებული ტემპის შენარჩუნებით, წლიური ექსპორტი 13,5 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხსენებული მოცულობა საკმარისად დიდია, მაგრამ არა საკმარისი იმისათვის, რომ შეავსოს “გაზპრომის” ...

Read More »