Author Archives: admin

IAEA: ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური გარე ქსელიდან გაითიშა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარე კვების ქსელიდან გათიშვის გამო, შეშფოთებულია. „დღეს დილით, ჩვენმა გუნდმა, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურზე იმყოფება, მაცნობა, რომ ატომური ელექტროსადგური გარე კვების ქსელიდან 5 დღეში მეორედ გაითიშა. სარეზერვო დიზელ-გენერატორები, ამ დროისთვის ელექტროსადგურის ატომური და ფიზიკური უსაფრთხოების ფუნქციას, ელექტროენერგიის მიწოდების შედეგად უზრუნველყოფენ“, – დაწერა გროსმა Twitter-ზე. IAEA-ს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის გარე ...

Read More »

პუტინი: მზად ვართ, ევროპას ენერგორესურსების დამატებითი მოცულობა მივაწოდოთ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია გაზის ტრანზიტი Nord Stream-ის გაზსადენიდან შავი ზღვის რეგიონსა და თურქეთში გადაიტანოს. „Nord Stream-ის ტრანზიტის დაკარგული მოცულობა შეგვიძლია გადავიტანოთ შავი ზღვის რეგიონში და გავხადოთ ძირითადი მარშრუტი თურქეთის გავლით ევროპაში ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის, თუ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები დაინტერესდებიან ამით“, – განაცხადა მან. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ასეთ გადაწყვეტას აქვს ეკონომიკური მიზანშეწონილობა და გარდა ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების ...

Read More »

გაუტამ ადანის, სუფთა ენერგიის განსავითარებლად, ინვესტორებისგან $10-მილიარდიანი დაფინანსების მიღება სურს

ინდოელი მილიარდერი გაუტამ ადანი ინვესტორებთან, მათ შორის სინგაპურის სუვერენულ სიმდიდრის ფონდ GIC Pte-სა და Temasek Holdings Pte-სთან $10-მილიარდიანი დაფინანსების მისაღებად მოლაპარაკებებს აწარმოებს. Mint-ის ინფორმაციით, თანხის მიღების მიზანი Adani Group-ის სუფთა ენერგიისა და პორტების გეგმის განვითარებაა. საინფორმაციო სააგენტო Mint-ი ადანის შესაძლო მოლაპარაკებებზე ინფორმაციას ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და აცხადებს, რომ აზიის უმდიდრესი ადამიანი დაფინანსების მოსაზიდად დამატებით სხვა ფონდებთანაც ცდილობს მოლაპარაკებას. დაფინანსების ...

Read More »

“დრუჟბას” სადენის დაზიანების ფონზე, ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 94.76 (+0.46)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.63 (+0.28)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უნგრეთში ენერგოკრიზისის გამო კულტურული დაწესებულებების ნაწილი მუშაობას შეაჩერებს

მას შემდეგ, რაც კომუნალური გადასახადები მკვეთრად გაიზარდა, ბუდაპეშტში თეატრის შენობებსა და კულტურულ დაწესებულებაში, მათ შორის უნგრეთის ეროვნული ერკელის ოპერის თეატრში,  რომელიც 111 წლისაა, დროებით შეჩერდება  მუშაობა.  ენერგომოხმარების შემცირების მიზნით მთავრობამ გამოსცა განკარგულება, საჯარო შენობებსა და კულტურულ დაწესებულებებში 25 პროცენტით შემცირდეს ენერგომოხმარება. უნგრეთის სახელმწიფო ოპერის დირექტორი სილვესტერ ოკოვაჩი ამბობს, რომ კომუნალური გადასახადები 8-ჯერ, რიგ შემთხვევებში 10-ჯერ გაძვირდა. შეიძლება, პროცენტულად არასწორი ციფრებია, ...

Read More »

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ტყეების ინვენტარიზაციას ახორციელებს

მიმდინარე წლის სექტემბერში, თეთრიწყაროს, ახალქალაქისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ჯამში, 33 665 ჰექტარ ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალის, ლაგოდეხის აღკვეთილის, ალგეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისთვის მომზადდა ტყის მართვის გეგმები, რაც დაეხმარება სააგენტოს, განახორციელოს ტყის მდგრადი მართვა სამიზნე მუნიციპალიტეტებში. გარდა ამისა, ჩატარდა შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, განხორციელდა ცალკეულ თანამშრომელთა სწავლება-გადამზადება, რათა მომავალში სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე საკუთარი ძალებითა და შიდა ადამიანური ...

Read More »
ახალი სიტყვა განახლებედი ენერგიის წარმოებაში

ალჟირს განახლებადი ენერგიის ევროპაში ექსპორტს განიხილავს

ალჟირს განახლებადი ენერგიის ჭარბი რესურსი აქვს, რომლის საზღვარგარეთ ექსპორტირება შეუძლია, მათ შორის ევროპაში. ამის შესახებ ალჟირში ჩატარებულ ყოველწლიურ ფორუმზე „ალჟირი-ევროკავშირის ენერგეტიკული დიალოგი“-ს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმა განცხადა. „ალჟირს ჭარბად აქვს მზის და ქარის განახლებადი ენერგია, რომელიც მას საშუალებას მისცემს, გახდეს მსოფლიოს ლიდერი სუფთა ენერგიის წარმოებაში, როგორც ადგილობრივი მოხმარებისთვის, ასევე ექსპორტისთვის, მათ შორის ევროპაში“, – ციტირებს სიმსონს ...

Read More »

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში მიდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა. სიარტოს თქმით, მან რუსეთისგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უნგრეთს ენერგორესურსების მიღებაში პრობლემები არ შეექმნება. „ამ კვირაში მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ წავალ, მათ შორის ვისაუბრებ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რათა ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ვითარება შემაშფოთებელია – პუტინი IAEA-ს ხელმძღვანელს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელს, რაფაელ გროსის სანქტ-პეტერბურგში შეხვედრისას უთხრა, რომ უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია და დასძინა, რომ მოსკოვი დიალოგისთვის “ღიაა”. “ჩვენ ვხედავთ ზედმეტად სახიფათო პოლიტიზაციის ელემენტებს ბირთვულ აქტივობასთან დაკავშირებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ თქვენი ძალისხმევით შევძლებთ შევამციროთ ყველა ეს რიტორიკა და ჩვენი თანამშრომლობის ამ სფეროს ნორმალიზება მოხდეს, მიუხედავად ტურბულენტობისა და ყველა რთული პროცესისა, ...

Read More »