სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, მთაწმინდის და კრწანისის რაიონებში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გორგასლის და გულიას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას. ამავე მიზეზით, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მაყაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცოტნე დადიანის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გოთუას (ნაწილობრივ), სიმონ ჩიქოვანის, გაგარინის, ბახტრიონის, კუტუზოვის, საბურთალოს, გამრეკელის და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების (ნაწილობრივ), ნავთლუღის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ზანდუკელის, ანდღულაძის, სერგი ჯიქიას, ქობულაძის, იოსებ და ლეონ ორბელების, ჩოჩუას, ხარაბაძის, ალექსანდრე წულუკიძის, ზურაბ ბეგიაშვილის, დავით კვაჭანტირაძის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ზაქარია მხარგრძელის და ზავრიევის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის, ევგენია მაისურაძის, ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის და მებაღეობის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Leave a Reply