უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი „გაზპრომთან“ მოსალაპარაკებლად მოსკოვში მიდის

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში იგი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს ეწვევა.

სიარტოს თქმით, მან რუსეთისგან გარანტია უნდა მიიღოს, რომ უნგრეთს ენერგორესურსების მიღებაში პრობლემები არ შეექმნება.

„ამ კვირაში მოსკოვში სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ წავალ, მათ შორის ვისაუბრებ მშვიდობის მნიშვნელობაზე, რათა ვთქვა, რომ უნგრელებს მშვიდობა სურთ. გარდა ამისა, ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი გარანტიების მიღებაა, რომ უნგრეთს არ ექნება პრობლემები ენერგორესურსების მიღებაში. მივდივარ შესაბამისი დისკუსიების გასამართად „გაზპრომთან“, „როსატომთან“ და სხვა პირებთან, რათა უნგრეთისთვის ენერგომომარაგება წესრიგში იყოს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ მომდევნო თვეების განმავლობაშიც“, – განაცხადა სიარტომ.

Leave a Reply