Author Archives: admin

პოდოლიაკი: რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს

რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონები აღარ სჭირდება, რუსეთს სურს ზაპოროჟიეს ქალაქ ენერგოდარის დაპყრობა, სადაც ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, – ამის შესახებ პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა. “მათ სურთ წაიღონ მხოლოდ პატარა ნაჭერი, სახელწოდებით ზაპოროჟიეს რეგიონის ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი ენერგოდარი, რათა წაგვართვან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ეს მათი ერთადერთი სურვილია დღეს”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი

გერმანიაში თხევადი გაზის პირველი ორი ტერმინალის გახსნა 2022 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა ბეატე ბარონმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მუშაობა მიმდინარეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 5 მცურავ ტერმინალზე, რომლებსაც “დიდი ალბათობით” 1 კერძო პროექტიც დაემატება. „პირველი ორი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მცურავი ტერმინალის ამუშავება – ვილჰელმსჰაფენდა და ბრუნსბიუტელში – დაგეგმილია 2022-ის დასასრულს, 2023-ის დასაწყისში“, – განაცხადა ბარონმა. გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

მაშველებმა თურქეთში, მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა. მედიის ცნობით, მაშველებმა მაღაროში მყოფი 110 ადამიანიდან 58-ის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება გუშინ, ადგილობრივი დროით 18:15 საათზე მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, ადგილზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში ამ დრომდე გრძელდება და მასში 150 ადამიანია ჩართული.

Read More »
უკრაინა უპრეცედენტო ენერგოკრიზისის პირისპირ

კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ. „კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. დღეს საჭიროა, რაც შეიძლება რაციონალურად მივუდგეთ ელექტროენერგიის მოხმარებას“, – აღნიშნა ტიმოშენკომ. მისი თქმით, თუ მოსახლეობა ამ რჩევას არ გაითვალისწინებს, ...

Read More »
ქვეყნები, სადაც განახლებადი ენერგიის სექტორი მზარდია

EBRD საქართველოში, პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ შეთავაზებული $80 მილიონის „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციები, ქვეყანაში ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქციაა. ხუთწლიანი ვადის მქონე, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ნომინალური პროცენტული შემოსავალი 7%-ია. ობლიგაციების გამოცემის მხარდამჭერთა შორისაა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ...

Read More »

რუსეთში, ბელგოროდში, დაბომბვის შედეგად, ნავთობბაზა კვლავ იწვის

ბელგოროდში, ჭურვის ჩამოვარდნის გამო, ნავთობის ბაზაზე ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ისევ დაბომბვა განხორციელდა. ერთ-ერთი ჭურვი ბელგოროდის რაიონში, ნავთობბაზაზე მოხვდა“,- წერს გუბერნატორი „ტელეგრამზე“. მისი ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

Read More »

უკრაინის ყველა ენერგოობიექტი აღდგენილია – დენის შმიგალი

უკრაინაში ყველა ენერგეტიკული ობიექტი აღდგენილია, რომლებიც 10 ოქტომბერს რუსული ძალების მიერ განხორციელებული მასირებული სარაკეტო იერიშის დროს დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. „ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ, ჩვენ 14 ოქტომბრისთვის  მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების სტაბილიზაცია მოვახდინეთ. მომხმარებლებისთვის შეზღუდვების გრაფიკი აღარ გამოიყენება. ამჟამად მთელი ენერგოსისტემა გამართულად მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. მან ასევე განაცხადა, რომ მაგისტრალური ქსელების ...

Read More »

თურქეთში, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ბართინთან, ქვანახშირის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, 58 დაშავებულიდან 11 საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქება გუშინ ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია. ინციდენტის დროს, 300 და 350 მეტრის სიღრმეზე ათობით ადამიანი იმყოფებოდა. ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფებია მობილიზებული.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 98 დოლარს მიაღწია

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,04ვ აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 97,98 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

Tesla-მ ელექტროტრაილერების წარმოება დაიწყო

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება, რომელსაც პირველ ავტომობილებს Tesla მიმდინარე წლის დეკემბერში მიაწვდის. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა. როგორც მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს. აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ...

Read More »