ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს საფონდო ბირჟაზე პირველ „მწვანე“ ობლიგაციებში $13.8 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს. „საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციების“ (GRPO) მიერ შეთავაზებული $80 მილიონის „მწვანე“ უზრუნველყოფილი ობლიგაციები, ქვეყანაში ყველაზე დიდი კორპორაციული ტრანზაქციაა.
ხუთწლიანი ვადის მქონე, აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების ნომინალური პროცენტული შემოსავალი 7%-ია. ობლიგაციების გამოცემის მხარდამჭერთა შორისაა ნიდერლანდების სამეწარმეო განვითარების ბანკი (FMO), საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და აზიის განვითარების ბანკი (ADB).
მიღებული თანხა „სს ჯორჯია კაპიტალის“ მიერ მიწოდებული აქციონერული სესხის რეფინანსირებას მოხმარდება, Georgia Global Utilities-ის განახლებადი ენერგიის ბიზნესის ნაწილის გამოსასყიდად. ცნობისთვის, საინვესტიციო ჰოლდინგ “საქართველოს კაპიტალის” შემადგენლობაში არსებულმა კომპანიამ Georgia Global Utilities-მა $250 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის “მწვანე ობლიგაციები” 2020 წლის ივლისში გამოუშვა. მწვანე ობლიგაციების სარგებელი 7.75%-ს შეადგენს, ხოლო ვადა 5 წელია.
ინვესტიციების მეშვეობით, GRPO მამაკაცების მიერ დომინირებულ ენერგეტიკულ სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას და სექტორში ქალთა მონაწილეობის გასაზრდელად კამპანიების წარმოებას გეგმავს. GRPO, ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული GCAP-ის შვილობილი კომპანია და ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმაა საქართველოში. კომპანიის მიერ საქართველოში ოთხი ჰიდროელექტროსადგური და ქარის ელექტროსადგური იმართება, რომელთა საერთო სიმძლავრე 71 მეგავატია.
წყარო: forbes.ge