უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო, რუსული ძალების მიერ დღეს განხორციელებული დაბომბვის გამო, კიევისა და კიევის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს, 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ელექტროენერგიის გამოყენება შეზღუდონ.
„კიევის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაბომბვის შემდეგ, გვაქვს სერიოზული შედეგები, მაგრამ მათი მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელია. დღეს საჭიროა, რაც შეიძლება რაციონალურად მივუდგეთ ელექტროენერგიის მოხმარებას“, – აღნიშნა ტიმოშენკომ.
მისი თქმით, თუ მოსახლეობა ამ რჩევას არ გაითვალისწინებს, მოსალოდნელია ელექტროენერგიის გათიშვა. მანამდე, კომპანია „უკრენერგომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი სერიოზულად დაზიანდა.