Author Archives: admin

რომეო მიქაუტაძე: მწვანე ეკონომიკის პრინციპების კერძო სექტორში დანერგვა ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას

თანამედროვე პირობებში ეკონომიკური ზრდის მისაღწევად საჭიროა ახალი ტიპის – მწვანე ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური მოდელის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციას ახალი ტიპის, მწვანე ტექნოლოგიების დანერგვის გზით. ქვეყანაში მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვა კერძო სექტორში ხელს უწყობს კონკურენციის განვითარებას, დასაქმებისა და შემოსავლების ზრდას; ხოლო საშუალო და გრძელვადიან პერიოდში იწვევს დანახარჯების შემცირებასა და ეფექტიანობის ამაღლებას. შედეგად, მივიღებთ გაუმჯობესებულ ბიზნეს გარემოს, ბაზრის დივერსიფიკაციას, ...

Read More »
„თელასმა“ დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების საიმედოობა გააუმჯობესა

საქართველოდან ექსპორტირებული ელექტროენერგიის 94% თურქეთში გადის

იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებულმა ელექტროენერგიის ექსპორტის მაჩვენებელმა $84.3მლნ შეადგინა,რაც 468%-ით მეტია წინა წლის იმავე პერიოდზე (2021იან-სექ $14.9მლნ). ამ პერიოდში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განხორციელდა: 1 თურქეთი – $80მლნ. (94.3%). 2 სომხეთი – $4.2მლნ (5%). 3 აზერბაიჯანი – $0.6მლნ (0.7%). წყარო: gbc.ge

Read More »

ნიკოლოზ ხატიაშვილი: ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ელაბორაცია – საუკეთესო გზა საქართველოზე გადის

ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახდა რუსეთის გვერდის ავლით, ალტერნატიული ენერგომომარაგების გზების ელაბორაცია, შექმნა და რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება, – ამის შესახებ ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“ მკვლევარმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა. „შესაბამისად, საუკეთესო გზა – ყველაზე ახლო, ყველაზე რენტაბელური და გეოგრაფიულად მისაღები, რა თქმა უნდა საქართველოზე გადის. აქ იგულისხმება ცენტრალური აზიიდან და კასპიის რეგიონიდან ენერგორესურსების ტრანსპორტირება ევროკავშირის მიმართულებით, თუმცა ...

Read More »

ევროკავშირის სანქციები ნავთობზე, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს

ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ. ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც ...

Read More »

რომი პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს არ დაემორჩილება – იტალიის პრემიერი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონმა განაცხადა, რომ რომი არ დაემორჩილება პუტინის ენერგეტიკულ შანტაჟს და დარჩება უკრაინის პარტნიორად. ამის შესახებ მან იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მელონის განცხადებით,  შემდეგი „გახსნილი კვანძი“ ენერგეტიკული საკითხი იქნება. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ „პუტინის შანტაჟის დამორჩილება პრობლემის გაღრმავებას ნიშნავს“. „თავისუფლებას თავისი ფასი აქვს“, – თქვა იტალიის პრემიერმა.  ამავდროულად, პრემიერ-მინისტრის თქმით, იტალია კვლავ რჩება მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდამჭერად. ამასთან, ...

Read More »

გალუშენკო: ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესანარჩუნებლად, უკრაინას საჰაერო თავდაცვის ყველაზე ეფექტური სისტემა სჭირდება

უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის ყველაზე ეფექტური სისტემა, რათა შეამციროს იმ რუსული რაკეტების რაოდენობა, რომლებიც ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს ურტყამენ, – აცხადებს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი. გერმან გალუშენკო ხაზს უსვამს, რომ უკრაინას რუსეთის ინტენსიურ საჰაერო დარტყმებთან უწევს გამკლავება. „ომის დაწყებისას, ჩვენ მივმართეთ ნატოს, როგორც ორგანიზაციას, რომელსაც შეუძლია, უკრაინას ცის დახურვაში დაეხმაროს. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. ჩვენ გვჭირდება ყველაზე ეფექტური საჰაერო თავდაცვა. ჩვენ აღვადგენთ ენერგეტიკულ ობიექტებს, მაგრამ ამ წუთებში, დარტყმების ...

Read More »

ბინებში გაზის აფეთქების რისკი წლიდან წლამდე იზრდება

გათბობის სისტემის გაუმართაობა წელსაც დიდ პრობელმად რჩება. უსაფრთხოების მხრივ ქვეყანას კიდევ ერთი მძიმე ზამთარი ელის. წელს სიტუაცია შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს და რისკი. არის შემთხვევები, როცა გაზის ქსელიდან ჩაჭრილ მოწყობილობებს მოქალაქეები თვითნებურად აერთებენ, რის გამოც ხალხი იწამლება. სახლებში გათბობა ჯერ კიდევ არ არის ჩართული და გაზის აფეთქებამ ერთი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. არ არის გამორიცხული, მდგომარეობა დამძიმდეს, რადგან შენობებში არც დეტექტორებია ...

Read More »

თბილისში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი მე-8 კონფერენციაში „განათლების როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებასა და კლიმატის ცვლილებასთან გამკლავებაში“ მიიღო მონაწილეობა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერისთვის და ყურადღება აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და სწავლების შესაძლებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. „განსაკუთრებულად ...

Read More »
სვანეთში ჰესების კასკადი აშენდება

სვანეთში ენერგოკრიზისი წელსაც მოსალოდნელია – მიზეზი ისევ კრიპტოვალუტის მაინინგია

მიმდინარე წლის 9 თვეში მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაიზარდა. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, სვანეთში ფრთებგაშლილ მაინინგს უკავშირდება. კრიპტოვალუტის უკანონო ფერმებმა რეგიონს დიდი პრობლემა შუექმნა და სავარაუდოდ, წლევანდელი ზამთარიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მძიმე გადასატანი იქნება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება 87,777,811 კვტ/სთ იყო, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდში 70,891,626 კვტ/სთ. მესტიის რაიონში მოსახლეობა ...

Read More »

26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება

26-28 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.  კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია და  სხვა მოწვეული სტუმრები. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი – ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ...

Read More »