Author Archives: admin

ევროკავშირი შუა აზიის ენერგორესურსებს უმიზნებს

ევროსაბჭოს ხელმძღვანელი შარლ მიშელი ცენტრალური აზიის ქვეყნების ლიდერებს ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს შეხვდება. „ევროკავშირი მზადაა ცენტრალურ აზიასთან კავშირების გასამყარებლად და რეგიონული თანამშრომლობის მხარდასაჭერად“, – განაცხადა ყაზახეთში ვიზიტის წინ შარლ მიშელმა. ევროპელი ლიდერი პრეზიდენტ ყასიმ–ჟომართ თოყაევთან პირისპირ შეხვედრასაც გამართავს. 28 ოქტომბერს კი მიშელი ტაშკენტში ჩავა. როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებები ენერგეტიკულ თანამშრომლობას და სატრანსპორტო პროექტებს შეეხება, რაც მხარეების ინტერესებში შედის. შარლ ...

Read More »

გერმანიის მთავრობა მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2″ ტექნიკურად გამოუსადეგარია

გერმანიის მთავრობა, მიიჩნევს, რომ Nord Stream2-ის  გაზსადენის ტექნიკური გამოყენება ამ დროისთვის შეუძლებელია. სააგენტო dpa-ს ცნობით, ფედერალური მთავრობისგან ეს პასუხი მიიღო პარლამენტის წევრმა, ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ლაიფ-ერიკ ჰოლმმა, რომელმაც მთავრობას ოფიციალური შეკითხვით ცოტა ხნის წინ მიმართა. პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ Nord Stream2-ს ჯერ არ მიუღია საჭირო სერთიფიკატი და, შესაბამისად, მისი გაშვება შეუძლებელია. „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ეწინააღმდეგება “სოციალ-დემოკრატების”, “თავისუფალი დემოკრატების” და ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავი დაიწვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, 26 ოქტომბერს, გვიან საღამოს ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-თან განაცხადა, რომ რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი, უკრაინული ჯარების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

Read More »

უნგრეთი დაინტერესებულია აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ელექტროენერგიის იმპორტით

უნგრეთი აქტიურად მუშაობს მსხვილ ენერგეტიკულ ინიციატივებზე, მათ შორისაა ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან საქართველოსა და რუმინეთის გავლით. აღნიშნულის თაობაზე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მყოფ ქართველ კოლეგასთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ორბანმა აღნიშნა, რომ ქვეყანა დიდად არის დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე, რომლის ღირებულებაც მკვეთრად გაიზარდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო. შესაბამისად, ენერგეტიკული კრიზისის დაძლევის მიზნით, უნგრეთი ახალ ...

Read More »
ეკოლოგიური დანაშაულით გამოწვეული ზარალი 258 მლრდ დოლარამდე მერყეობს

IEA: განახლებადი ენერგიის წყალობით, გლობალური ემისიები წელს 1%-ზე ნაკლებით გაიზრდება

წიაღისეული საწვავის წვის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგის გლობალური გამონაბოლქვი მიმდინარე წელს სავარაუდოდ 1%-ზე ნაკლებით გაიზრდება. მიზეზი, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) განცხადებით, განახლებადი ენერგიისა და ელექტრომობილების წარმოების გაფართოებაა, რამაც ნახშირზე მოთხოვნა გადაწონა. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენების თანახმად, CO2-ის ემისია მიმდინარე წელს თითქმის 300 მილიონი ტონით და 33.8 მილიარდ ტონამდე გაიზრდება, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 2021 წელს დაფიქსირებული ზრდის მაჩვენებელი. ცნობისთვის, 2021 წელს ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 2,6 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 439,945 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. ბენზინის მარაგები  შემცირდა 1,48  მილიონი ბარელით  და შეადგინა  207,84 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა  0,17 მილიონი ბარელით და შეადგინა  106,357 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში უცვლელი დარჩა  და შეადგინა 12,0 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.

Read More »

იტალიაში დენის დაზოგვის მიზნით შესაძლოა, წარმოება გაჩერდეს

ტალიაში ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით მომავალი წლის დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით წარმოების შეჩერებას განიხილავენ. ამის შესახებ გაზეთი, Il Messaggero წერს. გამოცემის ცნობით, აღნიშნული ღონისძიება ენერგიის დაზოგვის საგანგებო გეგმის ნაწილია, რომელიც გარემოს მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის ამჟამინდელმა მინისტრმა, რობერტო ცინგოლანიმ მომავალ მთავრობას უნდა გადააბაროს. ღონისძიება რუსეთიდან გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში მრეწველობის სექტორში მოხმარების სავალდებულო შეჩერებას ითვალისწინებს, რაც ევროკავშირში ენერგორესურსების დაზოგვის ზოგად პოლიტიკას შეესაბამება. მანამდე ...

Read More »

მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის ზომები დაამტკიცა

მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომები დაამტკიცა. ქვეყნის საგანგებო სიტუაციების კომისიის განკარგულებით, მოქალაქეებს ურჩევენ, დილის საათებში არ ისარგებლონ ლიფტით, შენობებში ტემპერატურა შეამცირონ, შეიზღუდოს ესკალატორების მუშაობა და შემცირდეს სახლების განათება. ამის შესახებ ინფორმაციას მოლდოვური მედია ავრცელებს. კომისიის განკარგულებითვე, შენობებში სამუშაო საათებში ჰაერის ტემპერატურა 19 გრადუსამდე უნდა შემცირდეს, ხოლო არასამუშაო საათებში 15 გრადუსამდე. ასევე რეკომენდებულია, რომ შენობების შიდა განათება 30%-ით შემცირდეს, გაითიშოს შადრევნები, ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნები გაზის ფასზე ლიმიტის დაწესებაზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები გაზის ტარიფზე ლიმიტის  დაწესებას სამშაბათს 25 ოქტომბერს განიხილავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. ევროპა ენერგომატარებლებზე მაღალი ფასების დათრგუნვისთვის მას  შემდეგ იბრძვის, რაც  რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპას გაზის  მიწოდება შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოში ევროპაში ელექტროენერგიის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ლუქსემბურგში შეხვედრის დროს მინისტრები ტარიფზე ლიმიტის დაწესების სამართლებრივ გზებს განიხილავენ, ...

Read More »

ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო. ამის შესახებ ვერეშჩუკმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, უკრაინელმა ლტოლვილებმა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებისგან გაზაფხულამდე უნდა შეიკავონ თავი. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი ...

Read More »