Author Archives: admin

კიევი 1000 გასათბობ პუნქტს ამზადებს – რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებზე თავდასხმას განაგრძობს

ოთხშაბათს კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქის ხელისუფლება 1000-ზე მეტ გასათბობ პუნქტს ამზადებს იმ შემთხვევისთვის, თუ უწყვეტი რუსული თავდასხმების შედეგად გათბობის სისტემა დაზიანდება. რაკეტებით და დრონებით თავდასხმებმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის 40 პროცენტი დააზიანა და კიევის დიდი ნაწილი გარკვეული ხნით ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე უკვე დატოვა. მოქალაქეებს ელექტროენერგია შეზღუდვებით, დაზოგვით მიეწოდება. ოთხშაბათს კლიჩკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ სარაკეტო თავდასხმების გამო ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.92 (+1.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.67 (+1.30)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯო ბაიდენი ნავთობკომპანიებს ახალ გადასახადებს დაუწესებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობკომპანიებისთვის ახალი გადასახადების დაწესებას განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ომისგან ისინი დიდ სარგებელს იღებენ. კომპანიებმა  „ექსონ მობილმა“, „შევრონმა“ და „შელმა“ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დიდი მოგება ნახეს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებმა თავად განაცხადეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისინი ვალდებული არიან, დაეხმარონ ამერიკელ მომხმარებლებს. ჯო ბაიდენის თქმით, ნავთობკომპანიების რეკორდული მოგება არ ნიშნავს, რომ ისინი რამე ახალს ან ...

Read More »

უკრაინა: დასავლელი მოკავშირეები უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად, €25 მილიონ-ზე მეტს გამოყოფენ

ევროკავშირი და სხვა დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ, იაპონია და დიდი ბრიტანეთი, 25,5 მილიონ ევროს გამოყოფენ უკრაინის გადაუდებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო იტყობინება. სამინისტროს ცნობით, თანხები ევროკომისიის მიერ შექმნილი უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდის მეშვეობით გამოიყოფა. უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს სჭირდება არამხოლოდ დაფინანსება, არამედ საუკეთესო მსოფლიო გამოცდილება, ტექნოლოგიები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაუძლოს რუსეთის თავდასხმებს“, – ნათქვამია განცხადებაში. ...

Read More »
ელექტროენერგიის მომავალი ტენდენციები

UNDP-მ ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

75 გამომგონებელი, ბიზნესი, სტარტაპი და საინიციატივო ჯგუფი ჩაერთო ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსში, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ივლისში გამოაცხადა. კონკურსმა გამოავლინა სახალხო გამოგონებები, რომლებიც ხელს უწყობენ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირებას, განახლებადი ენერგიის გამოყენებას, ენერგიის დაზოგვასა და მისი მოხმარების მონიტორინგს. ენერგოეფექტური გამოგონებების კონკურსს მხარს უჭერდა გერმანია და ყატარი UNDP-თან მათი უფრო ფართო თანამშრომლობის ფარგლებში, რომელიც UNDP-ის სწრაფი განვითარების ლაბორატორიის ხელშეწყობას ითვალისწინებს. კონკურსის ...

Read More »

ვინ არის უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარ იდეოლოგი?

უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერხი კირიენკო – წერს “ტვიტერზე” უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი. „უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურების მთავარი იდეოლოგი და ლობისტი არის სერხი კირიენკო, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, რომელიც კარგად არის გათვითცნობიერებული ენერგეტიკის სფეროში “როსატომში” მუშაობის გამო. უკრაინამ სახელებით იცის ვინ და ...

Read More »

მწვანე წყალბადის პერსპექტივები

მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკულ წრეებში აქტიურად განიხილება სუფთა ენერგიის წარმოების წყარო – მწვანე წყალბადი. უნდა აღინიშნოს, რომ სუფთა, მწვანე წყალბადი ახალი ტექნოლოგია არ არის და მასზე მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში ათეული წლებია, მიმდინარეობს. მწვანე წყალბადი მიიღება ელექტროლიზის საშუალებით და „მწვანე“ კი იმიტომ არის, რომ მისი წარმოება შესაძლებელია განახლებადი ენერგიების – წყლის, მზის, ქარის მეშვეობით. წყალბადის წარმოების ხარჯი ძირითადად მოიცავს ელექტროენერგიისა და წყალბადის ...

Read More »
„სამხრეთის გაზის დერეფნის“ კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა

ქვეყანა რუსული გაზისგან თავისუფალია – იტალიაში გაზის საცავები 95,2%-ით არის შევსებული

იტალიის გაზის საცავები 95,2%-ით არის შევსებული, – განაცხადეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის კომპანია Snam-ში, რომელიც პროცესს შვილობილი კომპანიის – Stogit-ის მეშვეობით სრულად აკონტროლებს. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, სტეფანო ვენიერმა განაცხადა, “მიღწეული შედეგი მომავალი ზამთრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის წარმოდგენა ივლისში წარმოუდგენელიც იყო, როდესაც სამიზნე ზღვარი – 90% დასახელდა”. ასევე, ვენიერის თქმით, უკვე დაწყებულია ზაფხულისთვის საცავების შევსებისთვის პირობების შექმნა, როდესაც, დაახლოებით, 2 ...

Read More »

აშშ და საუდის არაბეთი შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გეგმავდეს

შეერთებულმა შტატებმა და საუდის არაბეთმა ერთმანეთს გაუზიარეს დაზვერვის ცნობები იმის შესახებ, რომ ირანი შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით საუდის არაბეთში, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გარდაუვალ თავდასხმას გეგმავდეს, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა. კიდევ ერთმა წყარომ ამერიკულ მედიასთან აღნიშნა, რომ აშშ-ის F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები საუდის არაბეთში უკვე მზად არიან ნებისმიერი საფრთხის დასაძლევად. CNN-ს წყარო იმასაც ეუბნება, რომ რეგიონში აშშ-ის სამხედრო დაცვის დონე არ გაზრდილა, რადგან ...

Read More »

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული

ოკუპანტთა თავდასხმების შედეგად, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%-ია განადგურებული. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკავშირის კომისარ კადრი სიმსონთან შეხვედრისას განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორების დახმარებით, უკრაინა დაზიანებული ობიექტების აღდგენას შეძლებს. ენერგოობიექტების ინტენსიური დაბომბვის გამო, რთული ვითარებაა კიევშიც. დედაქალაქში მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მიეწოდება. ქალაქის ხელმძღვანელობა იძულებულია, ენერგიის დაზოგვის მიზნით, ტრანსპორტის მოძრაობაც შეზღუდოს. დღეიდან კიევში ტროლეიბუსები აღარ ივლიან ...

Read More »