Author Archives: admin

არიზონაში მზის სადგურმა გარემოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო მიიღო

როგორია მზის ენერგიის განაწილება 2021 წელს ქვეყნების მიხედვით?

მსოფლიო განახლებადი ენერგიის წყაროებს წარმოუდგენელი სიჩქარით ითვისებს. განახლებად ენერგიებს შორის კი ყველაზე დიდი ადგილი მზის ენერგიას უკავია. 2020 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გლობალურად 4.5%-ით შემცირდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებმა საკმაოდ იმედის მომცემი პროგრესი განიცადა. განახლებადი ენერგიის წყაროები მეტ-ნაკლები პროპორციით ვითარდებოდა. თუმცა ამ მხრივ მზის ენერგიამ ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენა. მხოლოდ 2020 წელს 127 გიგავატის სიმძლავრის მზის პანელები დამონტაჟდა ...

Read More »

კანონპროექტს „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. კანონპროექტით გასწორდება კოდექსით დადგენილი პროცედურული საკითხები და გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება უფრო მოქნილი. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძემ აღნიშნა, კანონპროექტით ასევე, გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდება უფრო ეფექტიანი რეგულაციები, რაც ტყის მართვის ორგანოებს ფუნქციონირებას გაუმარტივებს. „ტყის კოდექსის ამოქმედების საწყის ეტაპზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1-ლი ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

ყველაფერი, რაც ბენზინის ფასზე უნდა ვიცოდეთ

ბენზინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა. საქართველოში მოქმედ ავტოგასამართ სადგურებზე ბოლო თვე ნახევარში საწვავის ფასები საშუალოდ ლიტრზე 10-15 თეთრით გაიზარდა, რაც თითქმის 4%-იანი მატებაა. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ ფასების ზრდა კიდევ გაგრძელდება. რა აძვირებს საწვავს? საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმზეა. Brent ტიპის ბარელი ნავთობის ფასი $82-ს გადასცდა. ფასი 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით $43-ით არის მომატებული. გლობალურ ბაზრებზე ნავთობზე მოთხოვნა ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 1,017 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 434,02 მლნ ბარელი, აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 603 ათასი ბარელით  და შეადგინა  211,393 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 1968 ათასი ბარელით და შეადგინა  121,717 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში მორიგ ბურღვით სამუშაოებს იწყებს

2022 წლის პირველ კვარტალში Fatih-ის ხომალდი შავ ზღვაში  კიდევ ერთ საძიებო  ბურღვით სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა ანკარაში ნახშირწყალბადების მოპოვებისა და წარმოების შესახებ მე-13 საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთმა გადაწყვიტა, საბადოების შესასწავლად ძალისხმევა გააძლიეროს და ამ მხრივ განსაკუთრებული როლი ენიჭება მეოთხე მე-7 თაობის საბურღ გემს, რომელიც მუშაობას მომავალ ზაფხულს დაიწყებს. „მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ასეთი ხომალდია. ...

Read More »

კორონავირუსის ახალი ვარიანტის აღმოჩენის შემდეგ ნავთობი 10%-ით გაიაფდა

სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ახალი შეზღუდვების შესაძლო დაწესების შესახებ ცნობების ფონზე ნავთობის ფასი ბოლო ორი თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ CNBC ავრცელებს. Brent-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე 10,4%-ით დაეცა და 73,6 დოლარი შეადგინა. სამხრეთ აფრიკაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს, რომელსაც უამრავი მუტაცია აქვს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერმა, სუმია ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა – ინტერვიუ „თელმიკოს“ წარმომადგენელთან

გასულ წელს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა დაიწყო, რის შედეგადაც ელექტროენერგიის განაწილებისა და მიწოდების საქმიანობები გაიმიჯნა. თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება 1 ივლისიდან „თელასის“ ნაცვლად „თელმიკოს“ დაეკისრა – ის დღეს 600 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ამ ცვლილებამ მოსახლეობაში დაბნეულობა გამოიწვია და საკითხის ირგვლივ ბევრი კითხვა დააგროვა. მათზე პასუხების გაცემას „თელმიკოს“ ენერგოთრეიდინგის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ გულიაშვილთან ერთად შევეცდებით. რას ნიშნავს ქართული ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა? როდის ...

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანში აცხადებენ, რომ ვენაში მოლაპარაკებებზე ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება

ირანში აცხადებენ, რომ ბირთვული შეთანხმების შესახებ ვენაში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების საკითხის განხილვა იგეგმება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ირანის ბირთვული ენერგიის ორგანიზაციის დირექტორმა, მოჰამედ ესლამიმ განაცხადა. მოლაპარაკებები ვენაში 29 ნოემბერს გაიმართება. ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარე წელს განახლდა, ივნისში შეჩერდა, როდესაც ირანში ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩიეს. შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილე მხარეები ირანის წინააღმდეგ დაწესებული ...

Read More »

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის საბალანსო ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების გადავადება არსებულ გამოწვევებს მინიმუმამდე დაიყვანს

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღით ადრე და საბალანსო ორგანიზებული (საათური) ბაზრების ოპერირება 2022 წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად 2022 წლის 1-ლი მარტიდან დაიწყება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის შეფასებით, საბითუმო ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედება ენერგეტიკის რეფორმის უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მასზე დიდად არის დამოკიდებული ზოგადად რეფორმის წარმატება. გამომდინარე იქიდან, რომ ენერგორესურსების გახსნილი და კონკურენტული ბაზარი საქართველოს რეალობაში პირველად ყალიბდება, ამისთვის აუცილებელია არა ...

Read More »
საქართველოს პირველი გაზსაცავი 2021 წლის დასაწყისში ექნება

წელს საქართველომ $55.3 მილიონის რუსული გაზი იყიდა – იმპორტი გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ ბუნებრივი აირის იმპორტში $217.9 მილიონი გადაიხადა – გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით $2 მილიონით ნაკლები. იმპორტირებული ბუნებრივი აირის მეოთხედი რუსეთზე მოდის. საქსტატის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” მოწოდებული მონაცემებით, 2021 წლის 10 თვეში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რუსული გაზის იმპორტში გადახდილი თანხა 160%-ით, $55.3 მილიონამდე, გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2020 წელთან შედარებით, აზერბაიჯანული გაზის იმპორტში გადახდილი ...

Read More »