Author Archives: admin

ზრდის შემდეგ, ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74,42  (- 1,40)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  70,94 (-  1,42)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება პირველ კვარტალში 1.8%-ით გაიზარდა

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 10 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის, თოფურიძე ვალენტინის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. მთაწმინდის და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი გაიზარდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 0,25%-ით, 0.19 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 77.19 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

SOCAR-მა საქართველოში 700-ზე მეტი დასახლების გაზიფიცირება მოახდინა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) საქართველოს შვილობილი კომპანია SOCAR Georgia Gas ამჟამად 780 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა აზერ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ საქართველოში 700-ზე მეტი დასახლების გაზიფიცირება მოახდინა და 11 000 კილომეტრიანი გაზსადენი ააშენა. აღსანიშნავია, რომ SOCAR Georgia Gas საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა. კომპანიაში 2000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 10.24 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,24 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 432,87 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები  გაიზარდა 3,88 მილიონი ბარელით  და შეადგინა  219,304 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  გაიზარდა 2,73 მილიონი ბარელით და შეადგინა  126,61 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,7 ...

Read More »

Fitch-მა ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა უახლოესი მომავლისთვის ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ Global Economic Outlook-ის დეკემბრის ანგარიშში ვკითხულობთ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2021 წლის ბოლოს ბარელზე საშუალოდ 71 დოლარი იქნება. მომავალი წლის შეფასება 55 დოლარიდან 70 დოლარამდე გაიზარდა, 2023 წლისთვის – 60 დოლარამდე 53 დოლარიდან. ნავთობის ფასების საშუალო დონე გასულ წელს ბარელზე 43,3 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016-2020 წლებში – 55,8 ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

სემეკი – ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) განცხადებით, ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლის მიერ, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის შესახებ მედიაში ცრუ ინფორმაცია გავრცელდა. სემეკი განმარტავს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მატება არ იგეგმება. „ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ამჯერადაც არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ელექტროენერგიის ...

Read More »

გერმანია კონგრესს მოუწოდებს, არ დაბლოკოს პუტინის გაზსადენი

გერმანიის საელჩო შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვაშინგტონს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისგან თავის შეკავებას მოუწოდებს. ოფიციალური ბერლინი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ მილსადენის ან მასთან დაკავშირებული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესება „აშშ-ს მიმართ ნდობას დაასუსტებს და საბოლოო ჯამში, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას ზიანს მიაყენებს“. მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე პროექტი უკრაინისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგანაც „გონივრული ტრანზიტი მისი ტერიტორიის გავლით“ გარანტირებულია. გერმანიის მთავრობის აზრით, ...

Read More »

ზრდის შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში გაზის ფასი, დღევანდელი სავაჭრო დღის დასაწყისში 3%-ით შემცირდა. აღნიშნულს ლონდონის საფონდო ბირჟის ICE-ის მონაცემები მოწმობს. ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის იანვრის ფიუჩერსების ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 1 151 დოლარამდე დაეცა, რაც წინა სავაჭრო დღის დახურვის ფასთან შედარებით 3%-ით ნაკლებია. ფასების კლების მიზეზად, როგორც მანამდე, ნორვეგიის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირით მომარაგებაზე ნომინაციების ზრდა სახელდება. დღის განმავლობაში ისინი 19%-ით გაიზარდა – დღეში ...

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

საცხებ-საპოხი მასალების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით. 2021 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან – 2,86 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 16,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი – 2,75 ათასი ტონა (16,1%), რუსეთი – 2,72 ათასი ტონა (15,9%);  გერმანია – 1,44 ათასი ტონა (8,4%) და სხვ. საყურადღებოა, რომ ბენზინისა და დიზელის იმპორტის ზრდის (3,7%-ით) ...

Read More »