გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,24 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 432,87 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 3,88 მილიონი ბარელით და შეადგინა 219,304 მლნ ბარელი.
დისტილატების მარაგები გაიზარდა 2,73 მილიონი ბარელით და შეადგინა 126,61 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი ბარელით და შეადგინა 11,7 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.