Fitch-მა ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა უახლოესი მომავლისთვის ნავთობის ფასების პროგნოზი გაზარდა. ამის შესახებ Global Economic Outlook-ის დეკემბრის ანგარიშში ვკითხულობთ.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 2021 წლის ბოლოს ბარელზე საშუალოდ 71 დოლარი იქნება. მომავალი წლის შეფასება 55 დოლარიდან 70 დოლარამდე გაიზარდა, 2023 წლისთვის – 60 დოლარამდე 53 დოლარიდან.

ნავთობის ფასების საშუალო დონე გასულ წელს ბარელზე 43,3 აშშ დოლარი იყო, ხოლო 2016-2020 წლებში – 55,8 დოლარი.

წყარო: report.ge

Leave a Reply