Author Archives: admin

ხულოში დიდთოვლობის გამო, ელექტროენერგია 7 სოფელს არ მიეწოდება

ხულოში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარმა 70 სანტიმეტრს გადააჭარბა. გზის გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. როგორც ხულოს მერიაში ამბობენ, ადმინისტრაციულ ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაიწმინდა, – პრობლემაა, შიდა სასოფლო გზებზე. დიდთოვლობის გამო ელექტროენერგია ამ დროისთვის 7 სოფელს არ მიეწოდება.

Read More »

აზერბაიჯანმა გასულ წელს, რეკორდული რაოდენობის ნავთობპროდუტები გაყიდა

2022 წელს აზერბაიჯანმა ექსპორტზე $2 მილიარდ 992 მილიონის ღირებულების ნავთობპროდუქტები გაიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტო (AZPROMO) ავრცელებს. ეს მაჩვენებელი 10,3%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გასული წლის მეოთხე კვარტალში ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 875,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 32,8%-ით მეტია მესამე კვარტალის მონაცემებზე. დეკემბერში, ნავთობპროდუქტების ექსპორტის ღირებულებამ 303,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

Read More »

შვეიცარიის ზამთრის კურორტები თოვლის გარეშეა

შვეიცარიის ტურისტული კურორტები თოვლის გარეშე რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას  reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით გლობალური დათბობა  შვეიცარიის სამთო კურორტებზე ყველაზე მეტად შეინიშნება და ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზეა. შვეიცარიის კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტების რაოდენობა 30-40% ით არის შემცირებული.  ის ადამიანებიც ვინც შვეიცარიაში სრიალს ვერ ახერხებს ალტერნატივად ველოსიპედი და სხვა აქტივობები რჩებათ. თუმცა ბიზნესის ნაწილი  გლობალური დათბობის გამო კრიზისს ვერ უმკლავდება, ერთ-ერთი ასეთია ...

Read More »

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ მონაწილე გახდეს

აზერბაიჯანი შესაძლოა, „თურქული ნაკადის“ პროექტის წევრი გახდეს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმაგანაცხადა. მისი თქმით, თურქეთი ბუნებრივ აირს 15 სხვადასხვა წყაროდან ყიდულობს. „ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ „გაზის ჰაბი“ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ბულგარეთში დადებული შეთანხმება იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით. ამ კონტექსტში აზერბაიჯანი, რუსეთი, ირანი არიან იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ ბუნებრივი აირის უდიდესი მარაგები. ამ ქვეყნების გაზის წყაროები ...

Read More »

Mercedes-Benz ელექტრომობილებისთვის საკუთარ დამტენ-სადგურებს შექმნის

გერმანული პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელი კომპანია Mercedes-Benz აპირებს შექმნას დამტენი სადგურების ინფრასტრუქტურა საკუთარი წარმოების ელექტრომობილებისთვის. კომპანია გეგმავს მოიცვას ამერიკის, ევროპის და ჩინეთის ბაზრები. ამის შესახებ გამოცემა Heise online წერს. მისი ცნობით, კომპანია გეგმავს 10 ათასზე მეტი სწრაფი დამტენი პუნქტის შექმნას 2030 წლამდე. პირველი სადგურები კი მიმდინარე წელს ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე მოეწყობა და თანაც იქ არა მხოლოდ ბრენდის ელექტრომობილების დატენვა, არამედ ...

Read More »

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გენერატორების მიწოდებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება სამინისტროს “ტვიტერის” გვერდზე გამოქვეყნდა. “მადლობა საქართველოს ხარკოვისთვის მაღალი სიმძლავრის დენის გენერატორების მიწოდებისთვის, რომლებიც 5 იანვარს უკრაინაში საქართველოს საელჩოს მიერ იქნა მიწოდებული. ჩვენ ვაფასებთ თითოეულ მხარდაჭერას რუსეთის საჰაერო, სარაკეტო და საარტილერიო დარტყმების შემდეგ დაზიანებული კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის: 6 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააბრცელა ...

Read More »

ჩინეთმა თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა

ჩინეთმა ავღანეთის მმართველ თალიბანთან ნავთობის მოპოვების თაობაზე კონტრაქტი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანია ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმთავრესი მდინარის, ამუდარიის აუზიდან ნავთობის მოპოვებას დაიწყებს. საუბარია 4 500 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორიაზე. ეს ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბანის მოსვლის შემდეგ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი საერთაშორისო კონტრაქტია. აღსანიშნავია, რომ თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშშ-მ ავღანეთს სანქციები დაუწესა, რომლის ფარგლებში საერთაშორისო აქტივები დაუყადაღა და ...

Read More »

პეტრო კოტინი: უკრაინას სურს გაერო-მ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი, მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს, რათა ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების ზონა შექმნან

უკრაინას სურს გაერომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში, რუსეთთან შეთანხმების გარეშეც კი, მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს, რათა ბირთვულ ობიექტზე უსაფრთხოების ზონა შექმნან, – ამის შესახებ უკრაინის ბირთვული ენერგიის სახელმწიფო კომპანიის „ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პეტრო კოტინმა განაცხადა. უკრაინა გაეროს ზაპოროჟიეს ბირთვულ ობიექტზე მშვიდობისმყოფელების გაგზავნისკენ სექტემბრიდან მოუწოდებს. შეგახსენებთ, რუსეთმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაამყარა. წყარო: interpressnews.ge

Read More »

გერმანიის ვიცე-კანცლერი: პუტინი გაზს, როგორც გავლენის ბერკეტს კარგავს

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა ევროპაში გაზის გავლენის ბერკეტი დაკარგა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას The Guardian ავრცელებს. “გერმანიის პრობლემა, ან თუნდაც ცენტრალური ევროპის პრობლემა ის იყო, რომ ჩვენი კვერცხების ნახევარი პუტინის კალათაში იყო. და მან გაანადგურა ისინი”, – თქვა პოლიტიკოსმა. მან აღიარა, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში ბერლინი დაუცველ მომენტში გამოიჭირა, რადგან გერმანია ზედმეტად ...

Read More »

ყინვების გამო უკრაინაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დაწესდა

უკრაინის ელექტროქსელების ოპერატორმა „უკრენერჰომ“ შეზღუდვები დააწესა ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებაზე. მან მიზეზად დაასახელა უახლოეს დღეებში მკვეთრი აცივება. „უკრენერჰოს“ 6 იანვრის განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვები იმოქმედებს ყოველდღე 8:00-დან 23:00-მდე. კომპანიის თქმით, ელექტროენერგიის მოხმარების ლიმიტების გადაჭარბება საავარიო გათიშვას გამოიწვევს. განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა უკრაინაში გრძელდება ელექტრომომარაგების დაგეგმილი და საავარიო გათიშვა რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის დაბომბვის ფონზე. რუსეთის სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ...

Read More »