შვეიცარიის ზამთრის კურორტები თოვლის გარეშეა

შვეიცარიის ტურისტული კურორტები თოვლის გარეშე რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას  reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით გლობალური დათბობა  შვეიცარიის სამთო კურორტებზე ყველაზე მეტად შეინიშნება და ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზეა.
შვეიცარიის კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტების რაოდენობა 30-40% ით არის შემცირებული.  ის ადამიანებიც ვინც შვეიცარიაში სრიალს ვერ ახერხებს ალტერნატივად ველოსიპედი და სხვა აქტივობები რჩებათ. თუმცა ბიზნესის ნაწილი  გლობალური დათბობის გამო კრიზისს ვერ უმკლავდება, ერთ-ერთი ასეთია რესტორნების ქსელი, რომელსაც მომხმარებელთა სიმცირის გამო მიმტანების გათავისუფლება უწევს.
2022 წელი შვეიცარიისთვის ყველაზე თბილი წელია 1864 წლის შემდეგ.
წყარო: commersant.ge

Leave a Reply