Author Archives: admin

უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება – სემეკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ეხმაურება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ორგანიზაციის –  „ანტიკორუფციული მოძრაობის“ განცხადებებს. როგორც სემეკის გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გაჟღერებული განცხადებები მიზნად ისახავს მარეგულირებელი კომისიის, როგორც ინსტიტუტისა და  პერსონალურად, კომისიის წევრების დისკრედიტაციას. პირველ რიგში, სემეკი ხაზგასმით აღნიშნავს, უახლოეს პერიოდში კომისიაში ტარიფების ზრდა არ განიხილება. კომისიის მიერ დადგენილი ტარიფები შეიცავს მხოლოდ იმ აუცილებელ ხარჯებს, რაც მოსახლების ელექტროენერგიით, ბუნებრივი ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ „აზენერჯის” პრეზიდენტთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ „აზერენერჯის” პრეზიდენტ ბალაბაბა ჰუსეინაღა ოღლუ რზაიევთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ენერგეტიკის სექტორში ორი ქვეყნის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია ენერგეტიკის სფეროში. ამავე დროს, ითქვა, რომ დღის წესრიგშია ქვეყნებს შორის არსებული ელექტროენერგიის გადაცემის ინფრასტრუქტურის შემდგომი ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

საქართველოში გამავალი მილსადენებით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა

საქართველოს დერეფნით ნავთობის ტრანზიტი შემცირდა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, საქართველოში გამავალი 2 მილსადენით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით (BTC) და დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენით (WREP) 30.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, კლება 2020 წელთან შედარებით 1.4 მლნ ტონაა. ყველაზე მეტი ნავთობის გატარება მილსადენებით გასული წლის მარტში მოხდა – 2.9 მლნ ტონის მოცულობით. 2021 წლის განმავლობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში გატარებული ნავთობის მოცულობამ 26 მილიონი ტონა ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

საწვავის გაძვირებას ვერც ლარის გამყარება შეაჩერებს

ბოლო პერიოდში ლარი ინტენსიურდ მყარდება, თუმცა ამ პროცესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე ნავთობი ძვირდება. ცოტა ხნის წინ ნავთობპროდუქტების იმპორტიორები აცხადებდნენ, რომ საწვავის გაძვირებისთვის ემზადებოდნენ.   კურსი იძლევა თუ არა ნავთობპროდუქტებზე ფასების შენარჩუნების საშუალებას – ამ საკითხის გარკვევას ,,კომერსანტი“ ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ,,სენტას“ დამფუძნებელთან ზაალ იაკობიძესთან შეეცადა. როგორც მან განაცხადა, კურსი ბაზარს მკვეთრი გაძვირებისგან დაიცავს, თუმცა ტენდენციას ვერ შემოაბრუნებს. იმპორტიორი ვარაუდობს, რომ უახლოეს პერიოდში საწვავი დაახლოებით 5-10 ...

Read More »

სემეკ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ. „თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, ...

Read More »

ევროპაში ჰიბრიდულმა მანქანებმა გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს პირველად გადაასწრო

ჰიბრიდულმა მანქანებმა, რომლებიც ერთდროულად შიდაწვისა და ელექტრონულ ძრავაზე მუშაობენ, გაყიდვებით დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ევროპაში პირველად გადაასწრო. 2021 წლის განმავლობაში, ევროპის მასშტაბით, 48 მანქანით მეტი ჰიბრიდი გაიყიდა. ევროპის ავტომწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, გაყიდული 11 მანქანიდან ერთი ელექტრობატარეით იყო აღჭურვილი. ჯამში თითქმის 880 ათასი ავტომობილი გაიყიდა. თვითდამუხტვადი ჰიბრიდების გაყიდვები კი, რომლებიც შიდაწვის ძრავით დამუხტულ ბატარეაზე მუშაობს და მხოლოდ მცირე მანძილის დაფარვას ახერხებს ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ნატო ესპანეთ-გერმანიის გაზსადენის მშენებლობის გეგმას განიხილავს

ევროპის ცენტრში გაზის ტრანსპორტირების მიზნით საფრანგეთთან ახალი ტრანსსასაზღვრო კავშირის შექმნის გეგმა მუშავდება, – წერს La Vanguardia გამოცემის თქმით, გენერალ შარლ დე გოლის ალჟირული გაზის რეინის აუზის ქარხნებამდე მიტანის ახლებურად გააზრებული პროექტი, ალჟირის გაზთან ერთად ესპანეთსა და პორტუგალიაში არსებულ რვა სადგურში სხვადასხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირებული თხევადი გაზის შენახვა-რეგაზიფიკაციას და შემდეგ გერმანიამდე გადატანას ითვალისწინებს. წინა კვირაში ევროკომისიის მიერ ბირთვული საწვავის და ბუნებრივი აირის ...

Read More »

გერმანელი პოლონეთიდან 1600 ლიტრი იაფი საწვავის კონტრაბანდულად შეტანის გამო დაჯარიმდა

გერმანიის ავტოგასამართ სადგურებზე არსებული რეკორდული ფასები გერმანია-პოლონეთის საზღვართან ახლოს მცხოვრებ მომხმარებელს ავზის შესავსებად პოლონეთში გადასვლისკენ უბიძგებენ. ავტოგასამართ სადგურებზე არსებულმა რეკორდული ფასებმა და პოლონეთის ხელისუფლების მიერ ბენზინის და დიზელის საწვავზე ფასების შემცირების მიზნით 1 თებერვლიდან დღგ-ს განაკვეთის 23-დან 8%-მდე დაწევამ პოლონეთში ავზის შესავსებად გადამსვლელ გერმანელთა რაოდენობის მატება გამოიწვია გერმანული პრესა ერთ-ერთ ასეთ მომხმარებელზე და ფასთა სხვაობაზე სარგებლის მიღების მიზნით მის უიღბლო ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 7 თებერვლის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 91.18 (-1.63%)   დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.99 (-1.46%)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში არავითარი Nord Stream 2 არ იქნება

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიაში მიმავალი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის შესახებ. “თუ რუსული ტანკები და ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარზე, გაზსადენს ბოლო მოეღება. გპირდებით ჩვენ ამას შევძლებთ”,- თქვა პუტინმა. ამასთანავე ბაიდენს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით შეაჩერებს Nord Stream-ს. გაზსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი ააარიდა გერმანიის კანცლერმა. ...

Read More »