Author Archives: admin

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი $40-ზე დაეცა

6 იანვარს რუსეთის ფედერაციის მიერ ექსპორტირებული ნავთობის მთავარი ბრენდის, Urals-ის ფასი ბალტიის ზღვის პრიმორსკის პორტში ბარელზე 37.8 დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-მა ორშაბათს, Argus Media-ს მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით დაწერა. ამავდროულად, იმავე დღეს ჩრდილოეთ ზღაში Brent-ის ღირებულებამ 78.57 დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია Urals-ის ფასზე. პარასკევს რუსული ნავთობის ფასი ასევე G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ “ფასის ზღვარზე”, ბარელზე 60 დოლარზე საკმაოდ დაბალი ...

Read More »

ჯანსაღი კონკურენცია და დაბალფასიანი პროდუქციის გაქრობა – ვანო მთვრალაშვილი დიზელის „ევრო 5“-ის სტანდარტზე გადასვლას აფასებს

1-ელი იანვრიდან დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები გამკაცრდა და ის  „ევრო 5“-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს გაუთანაბრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ადრე ბაზარზე სხვადასხვა სტანდარტის დიზელის საწვავის რეალიზაცია ხდება და ფასიც ხარიხის გათვალისწინებით განსხვავებული იყო, უკვე მიმდინარე წლიდან ყველა ნავთობიმპორტიორი ვალდებულია ქსელში  „ევრო 5“ სტანდარტის შესაბამისი საწვავი გაყიდოს. „გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ახალი დადგენილება ...

Read More »

თბილისის ქუჩები, რომლებსაც დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება

10 იანვარს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არსენას, ვეძინის, ზაალ ქიქოძის, რიწის, ძმები ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის, თხინვალის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ...

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

იტალია ტრანსადრეატიკულმა გაზსადენმა გადაარჩინა – იტალიური ინსტიტუტი

Trans Adriatic Pipeline-მ (TAP) იტალია, დეინდუსტრიალიზაციისგან იხსნა. ამის შესახებ მატეო ვილამ, DataLab-ის საერთაშორისო პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის (ISPI) ხელმძღვანელმა განაცხადა. „იტალიისთვის 2022 წელი გაზის მიწოდების დივერსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნეოვანი იყო. ჩვენ გვაქვს TAP-ი და ამ გაზსადენმა 2021 წელს ყველა გადაგვარჩინა. ჩვენ მოუთმენლად ველით გრძელვადიან თანამშრომლობას ისეთ მომწოდებლებთან, როგორიცაა ალჟირი და აზერბაიჯანი”, – თქვა ვილამ. მისივე თქმით, იტალიამ უნდა იფიქროს როგორ გამოვიდეს კრიზისიდან და ასევე აღიჭურვოს ...

Read More »

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოიზიდავს კრიპტო, ფინტექს და სხვა სტარტაპებს, წერს Bloomberg და ქალაქის ფინანსთა მინისტრ პოლ ჩანის ციტირებს. პოლ ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგი აპირებს ციფრული აქტივების სფეროს განვითარებას, ინდუსტრიაში შოკების მიუხედავად (FTX და Terra-ს დაშლა, Binance-ისა და Coinbase-ის პრობლემები). რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი ახლა განიხილავს სათაო ოფისის ჰონგ კონგში გადატანას, თქვა ჩანმა, სახელების ...

Read More »

პუტინის ენერგეტიკული გამბიტი იშლება, გაზის საწყობები კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა

რუსული ბუნებრივი აირის ევროპაზე ზეწოლის იარაღად გამოყენების შესახებ, პუტინის გეგმები არ გამართლდა“, – ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება. მედიასაშუალება წერს, თბილმა ამინდმა, მომწოდებლების ფართო სპექტრმა და მოთხოვნის შემცირების მცდელობებმა თავისი როლი ითამაშა. გაზის საწყობი კვლავ სავსეა და ფასები ომამდელ დონემდე დაეცა. გასულ თვეში ევროპამ უკვე განიცადა კრიზისის ყველაზე უარესი პერიოდი. მიუხედავად იმისა, რომ სიცივემ ან მიწოდების შეფერხებამ შეიძლება კვლავ გამოიწვიოს პრობლემები ენერგეტიკულ ბაზრებზე, ...

Read More »

გარემოსდამცველები გერმანიაში ქვანახშირის წარმოების ზრდას აპროტესტებენ

გერმანული პრესის ცნობით, დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ნახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ  პროტესტის გამოსახატავად. გერმანიაში გარემოსდამცველებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ გერმანიის პატარა სოფელს ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისგან. ეს ადგილი მთავრობასა და გარემოსდამცველებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა. ღია მაღაროს დახურვა 2030 წლისთვის იგეგმება. გაერთიანებულ კომპანიაში RWE ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეკოაქტივიტები ...

Read More »

გაზქურები ისეთივე საზიანოა, როგორც თამბაქოს პასიური მოწევა

ახალი კვლევის მიხედვით, გაზქურა სახლში ჰაერის დაბინძურების ზღვარს არღვევს და ბავშვებში ჯანმრთელობის პრობლემების რისკებს ზრდის. ენერგოეფექტურობის სექტორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია CLASP-ის, ევროპის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ალიანსის (EPHA) და ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერების კვლევების ორგანიზაციის (TNO) მიერ მომზადებული მოხსენების მიხედვით, ვენტილაციის გარეშე გაზქურაზე კერძების მომზადებისას, დახურულ სივრცეში აზოტის დიოქსიდის (NO2) დონე რეგულარულად აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოსა და ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების ნორმებს. TNO-ს დასკვნით, გაზის ...

Read More »

რამდენიმე კვირიანი კლების შემდეგ, ევროპაში გაზის ფასი 7%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  7%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 811,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა ...

Read More »

საუდის არაბეთი აზიასა და ევროპაში ნავთობის ფასებს ამცირებს

სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ იანვარში აზიის ძირითადი კლასის ნავთობის ფასები ბარელზე 3,25-დან  2,20-დოლარამდე შეამცირა. ასეთი ნაბიჯი, ანალიტიკოსების აზრით, სუსტ რეგიონულ მოთხოვნაზე მიუთითებს, წერს უცხოური მედია. Saudi Aramco-მ ასევე შეამცირა ფასები ჩრდილო-დასავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიწოდებაზე. შედეგად, აშშ-ის მომხმარებლებისთვის ხარჯები უცვლელი დარჩა. საუდის არაბეთი თავისი ნედლი ნავთობის ექსპორტის დაახლოებით 60%-ს ყიდის აზიაში გრძელვადიანი კონტრაქტების მიხედვით, რომლებიც ყოველთვიურად ფასდება. უმსხვილეს ...

Read More »