გერმანული პრესის ცნობით, დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ნახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატავად.
გერმანიაში გარემოსდამცველებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ გერმანიის პატარა სოფელს ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისგან. ეს ადგილი მთავრობასა და გარემოსდამცველებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა.
ღია მაღაროს დახურვა 2030 წლისთვის იგეგმება. გაერთიანებულ კომპანიაში RWE ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ეკოაქტივიტები აქტივისტები აცხადებენ, რომ მურა ნახშირის მოპოვება და მოხმარება დიდ უარყოფით გავლენას ახდებნს კლიმატზე და მაღაროს გაფართოებას ეწინააღმდეგებიან. ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა მონა ნოიბაურმა დაგმო პოლიციის მიმართ ძალადობა.
კომპანიის განცხადებით, ქვანახშირის მოპოვება აუცილებელია გერმანიის ენერგომომარაგებისთვის.
მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ პროტესტში მხოლოდ გერმანელები არ მონაწილეობენ. გერმანელ დემონსტრანტებს შეუერთდნენ აგრეთვე ეკოაქტივისტები ნიდერლანდებიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.