Author Archives: admin

ნორმაზე 33-ჯერ მეტი – ჰაერის დაბინძურებით კიევი მსფოლიოში პირველ ადგილს იკავებს

დაბინძურებული ჰაერის კონცენტრაცია კიევში  33-ჯერ აჭარბებს „ჯანმოს“ რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას  IQAir ავრცელებს. ჰაერის დაბინძურების მიხედვით კიევმა მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა პაკისტანი და ბანგლადეში. ჰაერის ხარისხის ინდექსი ქალაქის თითქმის ყველა რაიონში დაეცა. საინფორმაციო სააგენტო „ZN“-ის ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი დაკავშირებულია ქარის მიმართულების შეცვლით და ახლა უკვე დედაქალაქში არსებული ნამწვით და კვამლით სხვა რეგიონებიდან, რომლებიც დაზარალდნენ საავიაციო თავდასხმის შედეგად რუსეთის ...

Read More »

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაცია დაასრულეს

უკრაინამ და მოლდოვამ ევროპის ელექტროქსელებთან სინქრონიზაციის პროცესი წარმატებით დაასრულეს. ინფორმაციას USAID-ის ხელმძღვანელი, სამანტა პაუერი ავრცელებს. პაუერის თქმით, “ეს ნაბიჯი გააუმჯობესებს ელექტროენერგიის მდგრადობას კრიტიკულ ობიექტებზე ომის გაგრძელების ფონზე”. უკრაინისა და მოლდოვას ელექტროქსელების კონტინენტურ ევროპულ ქსელთან სინქრონიზაცია 16 მარტს დაჩქარებული წესით დაიწყო. გადაწყვეტილება საცდელი ოპერაციების დაწყების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც Entsoe დარწმუნდა, რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელი და უსაფრთხო იყო მთლიანი ენერგოსისტემისთვის. ევროპასთან სინქრონიზაცია ...

Read More »

ალექსეი დანილოვი – ტერორისტებმა ორი ატომური ელექტროსადგური დაიკავეს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო კი, დუმს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებს სთხოვს, ჩავიდნენ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებულ ჩერნობილისა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურებში, იქ არსებული ნორმების შესაბამისობაზე დასაკვირვებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „რუსეთი ტერორისტული ქვეყანაა, ეს უკვე დადასტურდა. მაგრამ ახლა ის ასევე არის ბირთვული ტერორისტული ქვეყანა და დღეს ინსტიტუცია, რომელსაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ჰქვია, უნდა ჩარეულიყო ამ ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

ბულგარეთი გაზპრომთან ახალი გაზის შესყიდვის შესახებ მოლაპარაკებას არ აპირებს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ბულგარეთი გაზპორმთან კონტრაქტს აღარ განაახლებს და განიხილავს ახალ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის დეფიციტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financiapost  ბულგარეთის ვიცე-პრემიერის ასენ ვასილევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბალკანეთის ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული და მასთან 10 წლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც 2022 წლის ბოლოს ეწურება. წლების განმავლობაში, ბულგარეთო აჭიანურებდა პროექტებს წყაროების დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის მილსადენის დაკავშირებას მეზობელ საბერძნეთთან და ...

Read More »

ენერგოდამოუკიდებლობა მაკრონის საარჩევნო პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია

მაკრონის გეგმა ენერგეტიკის სექტორში ამბიციურ გარდაქმნებს ითვალისწინებს. „ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც თავს დააღწევს გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას“, – განაცხადა 44 წლის პრეზიდენტმა. პროგრამის თანახმად, საფრანგეთში 2050 წლამდე ექვსი ბირთვული რეაქტორის აშენება იგეგმება. ამასთან, მზის სხივებით გამომუშავებული ენერგია ათჯერ, ქარის კი ორმოცდაათჯერ უნდა გაიზარდოს.

Read More »

„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო უცხოელებმა დატოვეს

ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა, ვოლფგანგ შუსელმა, TTG Global-ის პრეზიდენტმა, ტობი გატიმ, რუსეთ-ბრიტანეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, როჯერ მუნინგსმა „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო დატოვეს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციში. ამ დროისთვის კომპანიის დირექტორთა საბჭოში მხოლოდ 8 ადამიანია და არა 11. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სია წარმოდგენილია „დირექტორთა საბჭოს გადამდგარი წევრების გათვალისწინებით“. ახლა დირექტორთა საბჭოში შედის: კომპანიის პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, მოსკოვის სახელმწიფო ...

Read More »

ევროპარლამენტის პრეზიდენტი – საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ, მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის

მამაცი უკრაინელი ხალხი რუსულ ტანკებს წვავს, ჩვენ კი, რუსეთს ფულს ვაძლევთ ახალი ტანკებისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა. მისი თქმით, ევროპამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეამციროს რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება. როგორც მეცოლამ აღნიშნა, ის, რაც ევროკავშირმა გააკეთა, არ შეიძლება, საკმარისად ჩაითვალოს, ვიდრე ომი მიმდინარეობს. „საჭიროა, ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ. ამას თუ არ გავაკეთებთ, ჩვენ გავაგრძელებთ ომის დაფინანსებას. მამაცი უკრაინელები ...

Read More »

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასმა ზრდა განაახლა, მოლოდინი საქართველოშიც ნეგატიურია

რამდენიმე დღიანი კლების შემდეგ ნავთობზე ფასები ისევ გაიზარდა. ახალი პიკი არ გადაულახავს, თუმცა ბარელზე $100-იან ნიშნულს ჩამოცდენილი ფიუჩერსული ღირებულება $107 გახდა. საქართველოშო ბოლო 1 კვირაში საწვავზე საცალო ფასი 40-45 თეთრით გაიზარდა. საერთაშორისო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის შენარჩუნების შემთხვევაში არსებობდა მოლოდინი, რომ ფასების კორექტირება საქართველოშიც მოხდებოდა, ახლა ეს მოლოდინი შეიცვალა. კომერსანტი მსოფლიო ფასების მატების ზრდისა და უახლოესი მომავლის პროგნოზის შესახებ სასაუბრო ნავთობპროდუქტების ...

Read More »

“რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოებისთვის”

რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი წყალქვეშა კაბელი გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველო-რუმინეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი კაჭარავამ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა. “ის ტრანსნაციონალური კომპანიები, რომლებიც საქართველოს რუსეთიდან ფარავდნენ პირდაპირ უნდა გადაერთონ საქართველოზე და ჩვენმა ქვეყნამ ცენტრის ფუნქცია უნდა შეასრულოს. გარდა ამისა, შეიძლება განხორციელდეს რეგიონალური მნიშვნელობის დიდი პროექტები, როგორიცაა რუმინეთი-საქართველოს დამაკავშირებელი ელექტროკაბელი შავი ზღვის ფსკერზე, რომელიც გარდამტეხი იქნება ენერგოუსაფრთხოების კუთხით, ამიერკავკასიისა ...

Read More »
რუსულმა საწვავმა ქართული ბაზარი დაიპყრო

უკრაინაში ბენზინის და დიზელის საწვავის ფასები შემცირდა

უკრაინაში საწვავის ფასი შემცირდა. დღეიდან, ქვეყანაში ბენზინი შვიდი უკრაინული გრივნით ნაკლები ეღირება, დიზელის საწვავი კი ხუთი გრივნით ნაკლები გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ცნობისთვის, 15 მარტს უმაღლესმა რადამ მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც, ბენზინზე, დიზელის საწვავზე და თხევად გაზზე გაუქმდა აქციზის გადასახადი და ქვეყანაში საავტომობილო საწვავის იმპორტზე დღგ 20%-დან 7%-მდე შეამცირა. როგორც აცხადებენ, საწვავზე ხელმისაწვდომობა რიგ ეკონომიკურ პროცესებს ...

Read More »