„ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო უცხოელებმა დატოვეს

ავსტრიის ყოფილმა კანცლერმა, ვოლფგანგ შუსელმა, TTG Global-ის პრეზიდენტმა, ტობი გატიმ, რუსეთ-ბრიტანეთის სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, როჯერ მუნინგსმა „ლუკოილის“ დირექტორთა საბჭო დატოვეს. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციში.

ამ დროისთვის კომპანიის დირექტორთა საბჭოში მხოლოდ 8 ადამიანია და არა 11. ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სია წარმოდგენილია „დირექტორთა საბჭოს გადამდგარი წევრების გათვალისწინებით“.

ახლა დირექტორთა საბჭოში შედის: კომპანიის პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული უნივერსიტეტის რექტორი ვიქტორ ბლაჟეევი, ARDS-ის წევრი, „ვალდაის“ საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის ექსპერტი, კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 2020 წლამდე იკავებდა პირველი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას რავილ მაგანოვი, Matrix Advisors პრეზიდენტი, Rosnano-ს დირექტორთა საბჭოს წევრი პაველ ტეპლუხინი, ვიცე-პრეზიდენტი სტრატეგიული განვითარების საკითხებში ლეონიდ ფედუნი, საბჭოს წევრი, მთავარი ბუღალტერი ლიუბოვ ხობა, Avtotor Holding-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, SME Bank-ის აუდიტის კომისიის თავმჯდომარე სერგეი შატალოვი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკური პროგნოზირების ინსტიტუტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დედამიწის კლიმატის პრობლემებზე ბორის პორფირიევი.

წყარო: bfm

Leave a Reply