რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ბულგარეთი გაზპორმთან კონტრაქტს აღარ განაახლებს და განიხილავს ახალ წყაროებს, რათა თავიდან აიცილოს გაზის დეფიციტი. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა financiapost ბულგარეთის ვიცე-პრემიერის ასენ ვასილევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბალკანეთის ქვეყანა თითქმის მთლიანად რუსულ გაზზეა დამოკიდებული და მასთან 10 წლიანი კონტრაქტი აქვს, რომელიც 2022 წლის ბოლოს ეწურება.
წლების განმავლობაში, ბულგარეთო აჭიანურებდა პროექტებს წყაროების დივერსიფიკაციისთვის, მათ შორის მილსადენის დაკავშირებას მეზობელ საბერძნეთთან და ქვეყნის ერთიანი გაზის საწყობის გაფართოებას. მთავრობა ცდილობს დააჩქაროს ორივე პროექტი, იმის შიშით, რომ უკრაინაში ომმა შესაძლოა შეფერხება გამოიწვიოს.
„ამ ვითარებაში, გაზპრომთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, ჩვენ გვქონდა მოლაპარაკებები როგორც საბერძნეთთან, ასევე თურქეთთან რათა გამოვიყენოთ არსებული ინფრასტრუქტურა LNG და გავზარდოთ გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რომელთანაც ქვეყანას აქვს კონტრაქტი” – აღნიშნა ვასილევმა bnr – ის საზოგადოებრივი რადიოში.
ომმა უკვე აიძულა ევროკავშირი ხელახლა გადახედოს ენერგეტიკულ პოლიიკას და რუსეთზე, როგორც უმსხვილეს ენერგომიმწოდებელზე დამოკიდებულება შეამციროს.
ევროკომისიამ გასულ კვირას გამოაქვეყნა გეგმა, რომლის თანახმად შეძლებს ორი მესამედით შეამციროს რუსული გაზის იმპორტი მიმდინარე წელს. გარდა ამისა 2027 წლისთვის მოსკოვიდა ყველა ტიპის წიაღისეულის ეტაპობრივი შემცირება იგეგმება.
წყარო: “კომერსანტი”