Author Archives: admin

გერმანია და ერაყი გაზის შესაძლო მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, გერმანია ბუნებრივი აირის იმპორტთან დაკავშირებით ერაყთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც შოლცთან ერთად ერაყის პრემიერმინისტრიც ესწრებოდა, გერმანიის კანცლერმა თქვა: “ჩვენ მოვილაპარაკეთ გერმანიისთვის გაზის შესაძლო მიწოდებაზე და შევთანხმდით, რომ ახლო კონტაქტი შევინარჩუნოთ”. შოლცს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის გაზის მიწოდებას განიხილავენ მხარეები. გერმანია, რომელიც გაზის 55%-ს რუსეთიდან იმპორტის საშუალებით იღებდა, ახალი ალტერნატივების მოძიებას ცდილობს, რათა ექსპორტიორებზე ნაკლებად ...

Read More »

IAEA-ს გენერალური დირექტორი კიევში ჩავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი მომავალ კვირას უკრაინას ეწვევა, რათა ქვეყნის ყველა ბირთვულ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების ექსპერტების მუდმივი ყოფნა უზრუნველყოს. ამის შესახებ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. IAEA-ს უკვე ჰყავს 4-მდე ექსპერტი უკრაინის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურზე, ზაპოროჟიეში, ხოლო ორკაციანი გუნდი ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე უახლოეს დღეებში განთავსდება.

Read More »

სანქციების მიუხედავად კრემლი ყოველდღიურად საწვავის გაყიდვით 640 მლნ ევროს შოულობს

ნავთობის ფასის ლიმიტი და ევროკავშირის შემდგომი სანქციები რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, როგორც ჩანს, ძალაში შედის, ნათქვამია ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ახალი კვლევაში. ამჟამად რუსეთი დღეში 160 მილიონ ევროს კარგავს, თებერვალში კი ეს რიცხვი 280 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამის მიუხედავად, კრემლი ყოველდღიურად წიაღისეული საწვავის გაყიდვით მაინც 640 მილიონ ევროს შოულობს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle წერს. წყარო: commersant.ge

Read More »
ქართულ ენერგოსექტორში 4,1 მილიარდი დოლარის პროექტები ხორციელდება

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოების კატეგორიები განისაზღვრა

ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოებისკატეგორიები განისაზღვრა. როგორც საქართველოს მთავრობის №3 დადგენილებიდან ირკვევა, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ელექტროენერგიის საბოლოო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი საანგარიშო კალენდარული წლის განმავლობაში მიიჩნევა ელექტროენერგეტიკის სექტორში მცირე საწარმოდ, თუ იგი წინა წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემებით, თავისი მაჩვენებლების მიხედვით, არ წარმოადგენს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar”-ში შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია „Masdar”-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ...

Read More »
ტანაპ

ცნობილია, რა მოცულობის გაზის ტრანზიტი განხორციელდა ევროპაში „თურქეთის ნაკადითა“ და TANAP-ით

„თურქეთის ნაკადის“ და ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გავლით თურქეთსა და ევროპაში დღემდე დაახლოებით 97 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანზიტი განხორციელდა. Anadolu-ს ცნობით, 2020 წლის 8 იანვარს გახსნილი „თურქული ნაკადის“ გაზსადენით თურქეთმა 26,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 30,5 მილიარდი კუბური მეტრი. 2022 წელს მილსადენით თურქეთმა, 8,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, ევროპამ კი 12,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. „თურქული ნაკადი“ ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები გააცნო

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის ეფექტური გამოყენება ჰიდროს, ქარის, მზისა და სხვა ენერგოეფექტური მიმართულებებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ლიეტუვაში აფეთქება მოხდა ლატვიასთან დამაკავშირებელ მაგისტრალურ გაზსადენზე

ლიეტუვაში პარასკევს აფეთქება მოხდა მაგისტრალურ გაზსადენზე, რომელიც ლიეტუვასა და ლატვიას აკავშირებს. გაჩნდა ხანძარი, ცეცხლი 50 მეტრამდე აღწევს. შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. ახლომდებარე სოფელი, რომელშიც 200-მდე ადამიანი ცხოვრობს, ევაკუირებულია. აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა. როგორც იტყობინება გაზსადენების ლიეტუვური ოპერატორი Amber Grid-ი, ამ ადგილას გასზსატრანსპორტო სისტემა ორი პარალელური გაზსადენისგან შედგება. დაზიანებული შტოთი აირის მიწოდება შეწყვეტილია, მეორე კი ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს ...

Read More »

სამეგრელოში, სტიქიის შედეგად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 50 ადმინისტრაციული ერთეული, 60-ს კი უკვე აქვს ელექტროენერგია

სამეგრელოში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. პირველადი მონაცემები უკვე ცნობილია. ოთხდღიანმა ძლიერმა ქარმა დააზიანა 1200-ზე მეტი შენობა, მათ შორის საბავშვო ბაღები, სკოლები, საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები. სტიქიის შედეგად დაზიანებულია წყლისა და გაზის მილები, ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 50 ადმინისტრაციულ ერთეულს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. „60 ადმინისტრაციულ ერთეულს უკვე აქვს ელექტროენერგია, დარჩენილი გვაქვს 50 ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც ელექტროენერგიის გარეშეა. ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

რამდენით გაიზარდა ელექტროენერგიის წარმოება და მოხმარება ?

2022 წლის ნოემბერში საქართველოს ელექტროსადგურებმა ჯამში 1,131 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. ISET-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვი,  წინა წელთან შედარებით, სრული წარმოების 5%-იან კლებას წარმოადგენს (2021 წლის ნოემბერში სრული წარმოება 1,186 მილიონი კილოვატსაათი იყო). წარმოების წლიური კლება ჰიდროელექტროსადგურების (-16%) გამომუშავების კლებამ განაპირობა, მაშინ როცა თბოელექტროსადგურების (+15%) და ქარის ელექტროსადგურების (+16%) გამომუშავება გაიზარდა. „თვიურ ჭრილში, წარმოება, დაახლოებით, 9%-ით გაიზარდა (2022 წლის ოქტომბერში ...

Read More »