Author Archives: admin

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო

ბათუმის ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ ჩატარდება დეტალური კვლევა, რისთვისაც ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია შესაბამისი პროცედურები, – ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესწავლილია ტერიტორიის როგორც ტექნიკური, ასევე სამომავლო გამოყენების შესაძლებლობები. ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ, ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და აჭარის ...

Read More »

უნგრეთი რუსული გაზის საფასურს ისევ ევროში გადაიხდის

უნგრეთი გააგრძელებს რუსული ბუნებრივი გაზის იმპორტის ევროში გადახდას. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიჯარტომ განაცხადა, რითაც დასრულდა რამდენიმედღიანი განხილვა იმის შესახებ, რომ შესაძლოა, უნგრეთმა რესურსი რუბლში იყიდოს. “უნგრეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი MVM Group გააგრძელებს ევროს მიწოდებას Gazprombank-სთვის, რომელიც შემდეგ თანხას რუბლებში გადაიტანს”,- განაცხადა მინისტრმა დღეს Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში. უნგრეთის პოზიცია, როგორც ჩანს, ევროკავშირის სხვა წევრების გეგმასთან თანხვედრაშია. გასულ კვირას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ...

Read More »

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს

საბერძნეთი რუსულ გაზზე უარს ამბობს. ინფორმაციას მედია ქვეყნის პრემიერმინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. კირიაკოს მიცოტაკისი ამბობს, რომ ქვეყანა ამცირებს დამოკიდებულებას რუსულ ენერგომატარებლებზე და მიზნად ისახავს ევროპის ენერგეტიკული ცენტრი გახდეს. ცნობისთვის, რუსულ გაზზე უარი უკვე თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, ლიეტუვამ და დანიამ.

Read More »

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 13 აპრილს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ვაკის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გლდანის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმრის და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, ...

Read More »

მზის მიძინებული ლაქა გააქტიურდა — დედამიწისკენ პლაზმის ნაკადი მოემართება

11 აპრილს მზის მიძინებულმა ლაქამ, სახელად AR2987, გამოიღვიძა. იქიდან მძლავრი ენერგია რადიაციის სახით გამოთავისუფლდა, რასაც მალევე კორონული მასის ამოფრქვევა მოჰყვა, ანუ ვარსკვლავის გვირგვინიდან პლაზმის ნაკადი ამოიტყორცნა. SpaceWeather.com-ის ინფორმაციით, ის დედამიწისკენ მოემართება და დანიშნულების ადგილამდე, სავარაუდოდ, 14 აპრილს მოაღწევს. მზის ლაქები მნათობის ფოტოსფეროში გაჩენილი მუქი რეგიონებია, რომლებიც კონვექციის შეფერხების გამო წარმოიქმნება და ზედაპირის დაბალი ტემპერატურა ახასიათებს. ეს ფენომენი დროებითია და საათების ან თვეების ...

Read More »

OPEC ევროკავშირს: რუსული ნავთობის ჩანაცვლება „თითქმის შეუძლებელია“

OPEC-ის გენერალური მდივნის ბარკინდოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს დღე/ღამეში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფერხება ისტორიაში, დაკარგული მოცულობის ანაზღაურება შეუძლებელია. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაკარგოს დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ...

Read More »

ჩერნობილი – ბირთვული მანიპულაციის იარაღი ომის დროს

უკრაინის ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს გუშინ აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. მათივე განცხადებით, სადგურს ელექტროენერგიის მიწოდება 14 მარტს, სამხედრო კონფლიქტის განმავლობაში მეორედ, შეუწყდა. მანამდე ელექტროენერგიის მიწოდება ჩერნობილის სადგურისადმი 9 მარტს შეფერხდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობდა, რომ ელექტროენერგიის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. 13 მარტს ჩერნობილს ელექტროენერგიის მიწოდება ისევ აღუდგა, მაგრამ ასევე უკრაინული ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, 14 მარტს ისევ ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ბაზარზე ნავთობპროდუქტების კონკურენტუნარიანი ფასებისთვის კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება იკვეთება

იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე ღირდეს კონკურენტუნარიანი ფასი, პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება არ უნდა სჭირდებოდეს. ჩემი გადმოსახედიდან აქ იკვეთება კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ბაზარზე ყველა მოთამაშეს ერთდროულად შეეძლოს ან არ შეეძლოს როგორც ფასების მომატება, ასევე დაკლება. „წარმოუდგენელია, რომელიმე მათგანს არ გაუჩნდეს ამბიცია, რომ ფასით აჯობოს თავის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 12 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.02 (+6.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.78 (+6.49)  დოლარი/ბარელზე

Read More »

ლატვია ბუნებრივი აირის რუსეთიდან იმპორტს წყვეტს და ქვეყანაში თხევადი გაზის ტერმინალს აშენებს

ლატვიის მთავრობამ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრისიანის კარინსმა განაცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის, ეკონომიკის სამინისტრო პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. კრისიანის კარინსმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო უწყება ესტონეთთან და ფინეთთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს, რათა LNG-ის ტერმინალიდან ესტონეთში ბუნებრივი აირის მიწოდება სამომავლოდ უზრუნველყოს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალის მშენებლობა შეიძლება, მიმდინარე წელს უკვე დაიწყოს. „გაზის მიწოდება ლიეტუვას Klaipeda ...

Read More »