Author Archives: admin

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ გაზის მიწოდების ერთობლივი გეგმა წარმოადგინა

ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთის და სლოვაკეთის ბუნებრივი აირის გადამცემი სისტემის ეროვნული ოპერატორები, გაზსადენების ინტეგრირებული ქსელით ბუნებრივი აირის მიწოდების ინიციატივით გამოვიდნენ. Report-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება რუმინულმა კომპანია Transgaz-მაგამოაქვეყნა. „Bulgartransgaz, Transgaz, FGSZ და Eustream გეგმავენ ერთობლივ მუშაობას ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გასაფართოებლად მათი არსებული ქსელებით, ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობის ტრანსპორტირებას“, – ნათქვამია ანგარიშში. კომპანიებს მიაჩნიათ, რომ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ბულგარეთის, რუმინეთის, უნგრეთისა ...

Read More »

საქართველო კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობას იწყებს

კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა. „გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხები არის ის, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია. გამომდინარე იქიდან, რომ პარლამენტი აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე, ჩვენს საზოგადოებაშიც ეს ცნობიერება ამაღლებულია. რაც შეეხება კანონმდებლობას გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების კუთხით, ეს ის თემებია, რომელიც რეალურად აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. წინ საინტერესო ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“თებერვალში ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან ყიდულობდა, ახლა – 9%-ს”

ევროკავშირის ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის მათთვის ბუნებრივი გაზის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა РБК-Украина-თან ინტერვიუში 3 ოქტომბერს განაცხადა. “როგორც იცით, როდესაც ინტერვენცია დაიწყო, თებერვალში, ევროკავშირში ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან შემოდიოდა. ახლა მხოლოდ 9%, ამ საკითხზე ფორმალური სანქციების გარეშე. ევროკავშირი მიხვდა, საბოლოოდ შეთანხმდა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი”, – აღნიშნა მაასიკასმა. ...

Read More »

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ

ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევენ, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. ამის შესახებ ნათქვამია საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშში, რომელიც კვარტალში ერთხელ ქვეყნდება. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირში 9-13 პროცენტით უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს. სააგენტოს გათვლებით, თუ ევროკავშირის ქვეყნები შეძლებენ ბუნებრივი აირის მოხმარების 13 პროცენტით შემცირებას, მაშინ საცავებში ბუნებრივი ...

Read More »

ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა. „თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს. ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ...

Read More »

ოთარ შამუგია: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება, მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, სამინისტროს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებთან განმარტება გააკეთა. „პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, პარლამენტისთვის წარდგენილი ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამმუშავებელი ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქმენეთი გაზის გამათხევადებელ დანადგარს ყიდულობს

თურქმენეთის სახელმწიფო კონცერნი Turkmengaz-ი აპირებს შეიძინოს მოწყობილობა, რომელიც ქვეყანას დაეხმარება გათხევადებული გაზის წარმოებაში. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, გაზეთმა „ნეიტრალური თურქმენეთი“ დაწერა. გამოცემის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრმა შაჰიმ აბრდახმანოვმა კაბინეტს წარუდგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს Turkmengaz-ის მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური დანადგარის შეძენას. „აღნიშნული ხელს შეუწყობს ბაგაჯინის კომპლექსის მხრიდან გაზის გასუფთავებისა და გათხევადებული გაზის წარმოების სიმძლავრის მაქსიმალურ დონეზე გასვლას, რაც თავის მხრივ ხელს ...

Read More »

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშით წარსდგა

მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშით წარსდგა. საზოგადოებრივმა დამცველმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე, აგრეთვე შეაფასა მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა, წარადგინა სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეთა მომართვიანობასა და გაწეული სამართლებრივი დახმარების შესახებ. სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა ინფორმაცია ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ. ენერგოომბუდსმენის სამსახური ...

Read More »

უკრაინა უარს იტყვის გაზის გასათბობად გამოყენებაზე – ვიტრენკო

უკრაინა აპირებს მომდევნო გათბობის სეზონისთვის მთლიანად უარი თქვას ბუნებრივი აირის გასათბობად გამოყენებაზე. სამაგიეროდ დაიწვება ბიომასა და RDF (მყარი მეორადი საწვავი), რაც რეალურად საყოფაცხოვრებო ნარჩენია. ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ნაფტოგაზის“ გამგეობის ხელმძღვანელმა იური ვიტრენკომ განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი focus.ua ავრცელებს. მისი თქმით, ჟიტომირმა ამ მიმართულებით დადებითი გამოცდილება აჩვენა. „ჟიტომირის“ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია ბუნებრივი აირის გათბობიდან გადასვლა, მაგალითად, ბიომასაზე, ნაგავზე, მომდევნო ...

Read More »

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი, რომელიც 30 სექტემბერს რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გათავისუფლებულია. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. „მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში“ , – წერს გროსი.

Read More »