მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2021 წლის ანგარიშით წარსდგა.
საზოგადოებრივმა დამცველმა ვრცლად ისაუბრა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში არსებულ გამოწვევებზე, აგრეთვე შეაფასა მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობა, წარადგინა სტატისტიკური მონაცემები მოქალაქეთა მომართვიანობასა და გაწეული სამართლებრივი დახმარების შესახებ. სალომე ვარდიაშვილმა წარადგინა ინფორმაცია ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ენერგოომბუდსმენის სამსახური მოუწოდებს მომხმარებლებს, ენერგეტიკის სექტორში არსებულ სადაო საკითხებზე სათანადო სამართლებრივი კონსულტაციის ან დახმარების მიზნით დაუკავშირდნენ ნომერზე 16 216, ან მიმართონ სოციალური ქსელის საშუალებით, Facebook: Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი.
განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელია აგრეთვე მისამართზე: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19, აგრეთვე ელექტრონულ მისამართზე: mail@pdci.ge Salome Vardiashvili