ევროპაში შესაძლოა, კასპიის გაზის რესურსების ტრანსპორტირება დაჩქარდეს

კასპიის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა დაჩქარდეს, იმ შემთხვევაში, თუ ენერგეტიკული კრიზისი კიდევ გაღრმავდება, განაცხადა Yeni Şafak-ის მიმომხილველმა ერდალ ტანას კარაგოლმა.

„თუ რუსეთსა და ევროპას შორის გაზის კრიზისი კიდევ გაღრმავდება, ანუ გაიზრდება ევროპის ქვეყნების მოთხოვნა სამხრეთ გაზის დერეფანზე, კასპიის ზღვის გაზის რესურსების ევროპულ ბაზრებზე ტრანსპორტირება შესაძლოა, დაჩქარდეს.

ცხადია, რომ სამხრეთ გაზის დერეფანს ევროპის ქვეყნებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ალტერნატივაა. ამ დერეფნის მზარდი როლი ენერგომომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე გააძლიერებს თურქეთის მისწრაფებებს რეგიონში, რომ ენერგეტიკულ ცენტრად იქცეს“, – წერს ანალიტიკოსი.

წყარო: europetime.eu

Leave a Reply