“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“თებერვალში ევროკავშირი გაზის 40%-ს რუსეთიდან ყიდულობდა, ახლა – 9%-ს”

ევროკავშირის ქვეყნები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის მათთვის ბუნებრივი გაზის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა РБК-Украина-თან ინტერვიუში 3 ოქტომბერს განაცხადა.

“როგორც იცით, როდესაც ინტერვენცია დაიწყო, თებერვალში, ევროკავშირში ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან შემოდიოდა. ახლა მხოლოდ 9%, ამ საკითხზე ფორმალური სანქციების გარეშე. ევროკავშირი მიხვდა, საბოლოოდ შეთანხმდა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი”, – აღნიშნა მაასიკასმა.

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით რუსული იმპორტისგან სრულად თავისუფლდებიან.

Leave a Reply